ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთო
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2012


დააშრე ეს წვიმა

დააშრე... დააშრე წვიმა და ქუჩები
დამილპა ფესვები, ვერ ვკურნავ იარებს
მე შენი სისველით ამტკივდა ტუჩები
და სული უმწეო ქარივით ღრიალებს,
სახლი ვარ, მოვრბოდი
და ყველა შემხვედრი მაცლიდა აგურებს,
სიყვარულს იესოს ჯვარივით მივათრევ,
მივყვები ქუჩებს და გაცვეთილ სადგურებს
ზღვისაკენ, რომელსაც არააქვს ნაპირი...
სიკვდილი დღეს ისე ტკბილია, მომენდე!
დამთმობდა უსიტყვოდ მზიანი აპრილი
მაგ ხელებს სულ ერთი წამით რომ მომხვევდე,
ჩვენ ზეცის გადაღმა დავუშვით ფარდები
ჩავაქრეთ კოსმოსი, ავყევით იალქნებს
და ეხლა ზღვის ღელვა, უძირო სილურჯე
ჩვენს გრძნობებს სხვადასხვა მხარეს რომ მიაქნევს
დააშრე... დააშრე წყალი და ცრემლები,
სიშორე და ჩვენი წარსულიც მათ შორის,
მეძებე მოარულ ჰორიზონტს გადაღმა,
მეძებე ეკლექტურ მიწას და ცას შორის...
ღრუბლებზე გაჭიმე ტკივილი ძარღვივით,
დაცლილი თითები წამებით აავსე
მოვითმენ შენამდე და ქუჩის ძაღლივით
ვიყეფებ უშენოდ დარჩენილ ქალაქზე,
თებერვლის მილეულ ფიფქებად მოდი და
ეგ თმები ჩმეს მკერდზე თოვლივით გაშალე,
გავბედე, თუმცაღა არმახსოვს როდიდან
მე სუნთქვის ყოველი აკორდი წავშალე,
დღეს ვგავარ უსისხლოდ დარჩენილ აორტას
ნერვები გულწრფელად მივაყრდნე საფეთქელს,
და თუ დროც წუხანდელ ნისლსავით აორთქლდა
სამყაროც ხვალინდელ მზესავით აფეთქდეს,
დამალე ეს ჩემი თვალები, დამალე,
დაე მეც მოვკვდე და წვიმა  რომ დააშენს
მხურვალე ასფალტს და მთრთოლვარე ტრამალებს
დააშრე ძვირფასო... ეს წვიმა... დააშრე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები