ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2012


თოლია..

ზღვას გამოექცა და ცხელ ქვიშაში
მოკვდა პატარა თეთრი თოლია...
მას სიყვარული უნდოდა მხლოდ
და მარტოობა არც უთხოვია.

ტალღამ ასწავლა ღელვა ნამდვილი,
დაისმა შთანთქა წარსული ბნელი.
უსიყვარულოდ მან გაატარა
თავის ცხოვრების ამდენი წელი..

თითქოს ტანჯვაა წუთისოფელი,
ყველა შერცდომას უკლებლივ ვნანობთ.
დღეს ხვალ მოჰყვება, ხვალეს კი შემდეგ..
სადაც ყველა რომ თავისას ამბობს..

ფიქრი მასწავლა უთქმელმა განცდამ,
გადმოცემა კი აზრების მაცნემ.
განა თოლიას, ასე უნდოდა,
უსიყვარულოდ გაფრენა სადმე?!

ამ ქვეყნად არ ღირს ცხოვრება მჯერა.
ამქვეყნიური მხოლოდ განცდაა!
და ეს ლამაზი სიყვარული ხომ
ღვთისგან მოძღვნილი გამოცანაა..

ბედნიერია ვინც კი ჩაწვდება,
ვინც კი მიაგნებს მის გულის კლიტულს,
ვინც გაიაზრებს ამ ქვეყანაზე
მხოლოდ ამიტომ სიცოცხლე ღირს თუ..

მაგრამ რაღაა წუთისოფელი
დღეს აქ ვარ, ხვალაც ვიქნები მჯერა..
ამ ქვეყნიდან კი გრძნობის გარეშე
თუნდაც სიზმარში წასვლას ვერ ვბედავ..

ზღვას გამოექცა და ცხელ ქვიშაში
მოკვდა პატარა თეთრი თოლია...
მას სიყვარული უნდოდა მხოლოოდ
და მარტოობა არც უთხოვია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები