 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 21 დეკემბერი, 2012 |
ძმაო, მითხარი, რად გღალატობს ბედი-ყისმათი, როცა არა გაქვს ოქრო-ვერცხლი, უზალთუნები, აღებ-მიცემის და ვაჭრობის ნიჭიც თუ არ გაქვს, მაშინ მოკვდები მშიერი და დაუპურები... კაცობას შენსას აღარა აქვს კაპიკის ფასი, თუ კი არა ხარ ბატონი ან მლიქვნელი მონა, ქვეწარმავალის სახეც ჯერ თუ არ მიგიღია, რაღაში გინდა გონისა და ტალანტის ქონა, მე კი არ მინდა ფარჩა, სირმა, ოქრომკერდები, მინდა ვიცხოვრო თავისუფლად, როგორც ტოროლამ, თქვენ გქონდეთ თქვენი ზარდახშები უზალთუნებით, მე კი დავძახებ ჩემს სიმღერას, თითო-ოროლას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გულიანიააა "**** თქვენ გქონდეთ თქვენი ზარდახშები უზალთუნებით, მე კი დავძახებ ჩემს სიმღერას, თითო-ოროლას.
გულიანიააა "**** თქვენ გქონდეთ თქვენი ზარდახშები უზალთუნებით, მე კი დავძახებ ჩემს სიმღერას, თითო-ოროლას.
4. მე ძალიან მომწონს ეგ ფილმი http://allmovies.ge/ge/#movie/LPOLN :) მე ძალიან მომწონს ეგ ფილმი http://allmovies.ge/ge/#movie/LPOLN :)
3. ტოროლა რომ ვიყო, ვიმღერებდი, თუმცა მუსიკალური ნიჭი დიდად არ გამაჩნია.
ტოროლა რომ ვიყო, ვიმღერებდი, თუმცა მუსიკალური ნიჭი დიდად არ გამაჩნია.
2. ლექსის სათაურზე გამახსენდა :))) http://allmovies.ge/ge/#movie/LPOLN ლექსის სათაურზე გამახსენდა :))) http://allmovies.ge/ge/#movie/LPOLN
1. გემღერა მერე რაღას წერდი ამ ლექსს :) ვიხუმრეეე +2 შენ გემღერა მერე რაღას წერდი ამ ლექსს :) ვიხუმრეეე +2 შენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|