ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2013


ისევ შენზე ფიქრებში

სამშობლოს ბედი ვიღელვოთ,
სამშობლო ჩვენი ბედია.
ბოლო სიმღერაც ვიმღეროთ
ავტორი - თეთრი გედია.

ჩვენი საწერი დავწეროთ,
ჩვენ დასახატიც ბევრი გვაქვს,
სვეტიცხოველი ისევ ავაგოთ,
მგელს მამაცობით მხოლოდ მგელი ჰგავს.

ვახტანგს ჯაჭვები ამოვუკეროთ,
არ ავაშენოთ გაცი-გაენი,
მაგდანას მივცეთ კუთვნილი ლურჯა,
არ ჩავიდინოთ ცოდვა კაენის!

ისევ ისმოდეს ღამის სახლებში
"ნანი-ნა" ტკბილი, ნამღერი დედის.
"მრავალჟამიერ" მეფე-პატრიარქს,
ასე ცხოვრებით სიმშვიდე გველის!

ასწიე მუხლი შენ საქართველოვ!
ადექი ისევ, ზურგი გამართე!
თუ ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად,
შენს ბრძენ მიწაში გული გამითბე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები