ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2013


წვიმისფერია სული ხანდახან

...წვიმისფერია სული ხანდახან...
გული გრძნობებსაც ითხოვს წვიმისფერს...
და შემოდგომის დღეთა კვალდაკვალ,
ოცნება ჩუმად დროსაც ივიწყებს...
ნამიან ფიქრზე როცა დადიხარ...
ან უცნაურად მთვარეს უღიმი...
როცა პატარა სანთლის ლანდი ხარ...
ღამეულ სუნთქვის მცირე შუქივით...
შეყვარებული სითბო გაცვია...
და მოლოდინი სხეულს გიშიშვლებს...
სული ბავშვივით ამ დროს ანცია...
ჩახუტებია ნატვრის სიცივეს...
...
...წვიმისფერია სული...ხანდახან...

ავტორი ნინო მაჭავარიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები