ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2013


გაზაფხულს

იებმა ღიმილით შემიკრა საკინძე.
ენძელამ ამბორი მძივებად ამასხა.
გაზაფხულს ვეძებდი...ვიპოვე ყვავილზე...
რომელსაც ფიქრებმა,გრძნობები დაარქვა.
პატარა სამყარო გაიხსნა ეული.
სიყვარულს ეახლა მაყარი სულისა.
ქარით შემიმოსა ოცნების სხეული...
სუნთქვათ გადაიქცა სიმღერა გულისა.
მერე შორიახლო...თითქოს ქვაფენილზე
გაზაფხულს ხელმკლავი გამოსდო თოლიამ.
ამასობაში კი...სურნელით გამთბარი
გრძნობას,მასპინძელი გრძნობები ჰყოლია.

/ ნინო მაჭავარიანი /

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები