ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2013


გაზაფხულს

გაზაფხულის მანდილს შემოვიხვევ მკერდზე.
იასამნის ფიქრებს შემიმოსავს ქარი.
აპრილისფერ გრძნობით,მძივს ავასხამ ცრემლზე.
გულწრფელ ამბორს გიძღვნით სიყვარულით მთვრალი.
შეარხია ნამმა ოცნებების ტოტი...
სურნელებამ სითბო დამახვედრა კართან...
აირია დარი...დააყენა შფოთი...
ლოდინს აპრილური ოცნებები ახლდა.
გაზაფხულდა,ხეთა-შემეყარა გრძნობა...
გულმა იასამნებს გაუმხილა ფიქრი.
მომენატრა სულთან ყვავილების თოვა...
გადავფურცლე ისევ სიყვარულის წიგნი.

ავტორი ნინო მაჭავარიანი
09.04.13წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები