 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 5 ივლისი, 2013 |
შევნიშნე, რომ გაზაფხულზე დაუკოცნა ატმებს კვირტი, ერთი ლექსი წაუკითხა, არ დასჭირდა მათთან ფლირტი. ნუშსაც აუძგერა გული არ მოადგა თვალზე რული, საღამოსთვის როგორც იქნა დაუმტკიცა სიყვარული. ღამე გააღმერთა ტიტა, მანაც დარდი აარიდა, მერე ბაღში უთენია დილის სიოს აეკიდა. ბოლოს აიჩემა ია, გაზაფხულის ნაზი ია, გაუგია, ლურჯი ია თურმე სევდის წამალია... ამოავსო ლექსის ქისა სილამაზით ყვავილისა, გაზაფხულის სინაზით და სურნელებით ქარებისა. მათთან ერთად მოაგროვა ველად გაფანტული სითბო, სტრიქონებად ჩამოაწყო, სიყვარულით ქარგა თითქოს.... დიდი გული ქონებია, სადაც გრძნობებს უხვად აწყობს, სიყვარულზე ლექსებს წერს და ყველას თვალში ამით ფასობს. მოგროვილი ტკბილი ნექტრით ლექსებს მჭადებივით აცხობს, ვინ გაიგებს რისთვის უნდა, ალბათ პოეტს ასე აწყობს. :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ლ_ი_ა_კ_ო, :) ლ_ი_ა_კ_ო, :)
6. ნუშსაც აუძგერა გული არ მოადგა თვალზე რული, საღამოსთვის როგორც იქნა დაუმტკიცა სიყვარული. ღამე გააღმერთა ტიტა, მანაც დარდი აარიდა, მერე ბაღში უთენია დილის სიოს აეკიდა. :) ++ ნუშსაც აუძგერა გული არ მოადგა თვალზე რული, საღამოსთვის როგორც იქნა დაუმტკიცა სიყვარული. ღამე გააღმერთა ტიტა, მანაც დარდი აარიდა, მერე ბაღში უთენია დილის სიოს აეკიდა. :) ++
5. პოეტებს უყვართ ყვავილები. :) პოეტებს უყვართ ყვავილები. :)
4. მადლობა საყვარლებო :) მადლობა საყვარლებო :)
3. ჰოოო, ეს ლექსი წავიკითხე)) კარგი ვინმე ხარ შენ, "მცხობელო")** ჰოოო, ეს ლექსი წავიკითხე)) კარგი ვინმე ხარ შენ, "მცხობელო")**
2. ასე აწყობს ამ პოეტს ლექსების წერა - მჭადებივით აცხობს და აკრიტიკეთ თქვენ, რამდენიც გინდათ :) ასე აწყობს ამ პოეტს ლექსების წერა - მჭადებივით აცხობს და აკრიტიკეთ თქვენ, რამდენიც გინდათ :)
1. მოგროვილი ტკბილი ნექტრით ლექსებს მჭადებივით აცხობს, ვინ გაიგებს რისთვის უნდა, ალბათ პოეტს ასე აწყობს.
რა საყვარლობა ლექსია ეს:))) მოგროვილი ტკბილი ნექტრით ლექსებს მჭადებივით აცხობს, ვინ გაიგებს რისთვის უნდა, ალბათ პოეტს ასე აწყობს.
რა საყვარლობა ლექსია ეს:)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|