ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2013


7 ნამცეცი

***
თვალს ვერ ააწვდენ,
როცა მიწიდან ახედავ ცას
და რა ახლოა
თუკი ღუბელი მოგიჭრის გზას.

***
თუ ინსომნია ათოვს ღამეებს
წარსულზე ფიქრის სევდის ფიფქებად,
ვიცი, ურყევად უნდა მწამდეს, რომ
ხვალ ყველაფერი უკეთ იქნება.

***
ვიღასთვის ხარობს ნაზი ბაია,
თუ ყველას უყვარს ვარდი თაკარა?
რომ არ იცნობდეთ გუბეს ნაწვიმარს,
ვერ დაარქმევდით წყაროს ანკარას.

***
რად უნდოდა ვარდს ეკალი,
ფოთოლიც ხომ უხვად ჰქონდა?
თუ ეკლებით თავს იცავდა,
სილამაზე რად უნდოდა?

***
ჩემს მონდომებას ეს ეფექტი აქვს:
მკვდრის გაცოცხლება_ვარდის "ბუკეტით"
მე კი ვარსებობ, მაგრამ არყოფნას,
თვალის გახელა ვერას უკეთებს.

***
შეყვარებია ცას მიწა,
გულში იხუტებს საჩინოს,
მზე მიუჩინა კელაპტრად,
ხატად რომ წარმოაჩინოს.

***
ვინ აჩუქა წერტილს ნეტა
ჟღერადობა კეთილი,
ვითომ მძიმე მძიმეა და
მსუბუქია წერტილი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები