ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2013


სიყვარულია

სიყვარულია,როცა იცი რომ ის შენთვის სუნთქავს..
სიყვარულია,როცა ”მიყვარხარ” ათასჯერ უთქვამს..
სიყვარულია,როცა შენ თავს არვის ადარებს..
სიყვარულია,შენს სახელს რომ გულით ატარებს..

სიყვარულია,როცა სჭირდება სულ ცოტა სითბო..
სიყვარულია,სითბოს მეტს რომ არაფერს ითხოვს..
სიყვარულია,როცა იცი რომ ყველაფერს გიმხელს..
სიყვარულია,როცა შენს გამო რას აღარ ითმენს..

სიყვარულია,როცა გაგითბობს გაყინულ ხელებს,
შენი ხათრით რომ გადატეხავს დარჩენილ ღერებს..
სიყვარულია,როცა ვნებით გიხუტებს გულში..
სიყვარულია,როცა იცი რომ არ გაგცვლის ფულში..!

სიყვარულია,როცა ღიმილით გაცილებს სახლში..
სიყვარულია,როცა გიცნობს უამრავ ხალხში..
სიყვარულია,როცა იცი რომ ისუნთქებს შენთვის..
სიყვარულია,როცა ”მიყვარხარ”-ს ათასჯერ გეტყვის..!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები