 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2013 |
წუხელ წვიმა იყო,ჩემო დაიკუნა. წვიმამ, გამახსენა დედის აცრემლება, ის დრო ,როცა თავზე ძაძა დაიხურა, ჩვენთან რომ ისურვა მაინც გაჩერება სიკვდილმა,ჩვენი სახლის მოაჯირი ქვიშით ანაშენებ მესერს შეადარა, ლოცვამ,აზვირთება ტალღად მოვარდნილი, უკვე გვიან იყო...ვეღარ შეაკავა.
წუხელ წვიმა იყო,ჰგავდა იმღამინდელ წვიმას,მაგრამ მართლა ღრუბელს გასდიოდა. ძველი ტკივილები სადღაც გადავიდნენ, უკვე ღიმილსაც კი აღარ მპატიობენ, რადგან ყველაფერი,არის ცვალებადი, დროის კანონია უნდა დამიჯერო. ობლის სიხარული,არის წვალება და არის ირონია,ყველა ნაბიჯზე რომ ხიფათს ელოდები,ნერვებ დაგლეჯილი. გულში უნდობლობის ჭია გიღიტინებს. ღმერთსაც ემდურები,როცა დაკრეჭილი ხალხი,ძურგის საფხან ენას გიტლიკინებს. წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა, ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ. სულ მთლად ჩამომბანა დარდის ჯაბახანა, მორჩა,აღარავარ აწი მგლოვიარე. წუხელ წვიმა იყო,ჩემო წვიმისფერო. შენი ტკივილებიც ღვარცოფს გავატანე. ვიცი რასაც ვამბობ,უნდა დამიჯერო წარსულს კუბოსავით თავი დავაფარე.
წუხელ წვიმა იყო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მეც გამომრჩენია, ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაგრად მომეწონა. მეც გამომრჩენია, ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაგრად მომეწონა.
9. ლიპო, მომეწონა. ძალიან მაგარი ხარ. ხუთი ქულა დაგვიანებული მაგრამ იმედიანი, რომ კიდევ მოგვიტან ასეთ ძარღვიან ლექსებს. ლიპო, მომეწონა. ძალიან მაგარი ხარ. ხუთი ქულა დაგვიანებული მაგრამ იმედიანი, რომ კიდევ მოგვიტან ასეთ ძარღვიან ლექსებს.
8. საფერებელი ლექსი...
ობლის სიხარული,არის წვალება და არის ირონია,ყველა ნაბიჯზე რომ ხიფათს ელოდები,ნერვებ დაგლეჯილი. გულში უნდობლობის ჭია გიღიტინებს. ღმერთსაც ემდურები,როცა დაკრეჭილი ხალხი,ძურგის საფხან ენას გიტლიკინებს. წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა, ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ. სულ მთლად ჩამომბანა დარდის ჯაბახანა, მორჩა,აღარავარ აწი მგლოვიარე. საფერებელი ლექსი...
ობლის სიხარული,არის წვალება და არის ირონია,ყველა ნაბიჯზე რომ ხიფათს ელოდები,ნერვებ დაგლეჯილი. გულში უნდობლობის ჭია გიღიტინებს. ღმერთსაც ემდურები,როცა დაკრეჭილი ხალხი,ძურგის საფხან ენას გიტლიკინებს. წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა, ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ. სულ მთლად ჩამომბანა დარდის ჯაბახანა, მორჩა,აღარავარ აწი მგლოვიარე.
7. და-ძმობა არის რაღაც სხვა სისხლი,სხვა სითბო და სხვა იმედი!!!
და-ძმობა არის რაღაც სხვა სისხლი,სხვა სითბო და სხვა იმედი!!!
6. ,,წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა, ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ"
ისეთი საოცრად თბილი იყო აქ ყველაფერი,ყელში რაღაც ბურთი გამეჩხირა +++++ ,,წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა, ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ"
ისეთი საოცრად თბილი იყო აქ ყველაფერი,ყელში რაღაც ბურთი გამეჩხირა +++++
5. სანამ ლექსს წავიკითხავდი, მეგონა, კიდევ ერთ რომანტიკულ წვიმას ვნახავდი ახლა ...
აქ კი ტკივილი და დარდი ყოფილა, მაგრამ მაინც იმედიანი.
"წუხელ წვიმა იყო, ჩემო წვიმისფერო."
სანამ ლექსს წავიკითხავდი, მეგონა, კიდევ ერთ რომანტიკულ წვიმას ვნახავდი ახლა ...
აქ კი ტკივილი და დარდი ყოფილა, მაგრამ მაინც იმედიანი.
"წუხელ წვიმა იყო, ჩემო წვიმისფერო."
4. წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა, ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ. სულ მთლად ჩამომბანა დარდის ჯაბახანა, მორჩა,აღარავარ აწი მგლოვიარე. წუხელ წვიმა იყო,ჩემო წვიმისფერო. შენი ტკივილებიც ღვარცოფს გავატანე. ვიცი რასაც ვამბობ,უნდა დამიჯერო წარსულს კუბოსავით თავი დავაფარე.
წუხელ წვიმა იყო! +5 წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა, ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ. სულ მთლად ჩამომბანა დარდის ჯაბახანა, მორჩა,აღარავარ აწი მგლოვიარე. წუხელ წვიმა იყო,ჩემო წვიმისფერო. შენი ტკივილებიც ღვარცოფს გავატანე. ვიცი რასაც ვამბობ,უნდა დამიჯერო წარსულს კუბოსავით თავი დავაფარე.
წუხელ წვიმა იყო! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|