ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამუტადორი
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2008


<მ ე ვ ა რ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა>

      ფერები მხოლოდ ერთგვარი და გამორიცხული... დავკარგეთ ფერები და ჩარჩო მოვიხდინეთ.. ვითომ არც ვყოფილვართ სიცარიელეში გართხმულნი, ოდესღაც მობეზრებულნი, ისევ იქით მიგვაქვს თვალები და არ წარმოგვიდგენია მრავალფეროვნების თავისუფლების კულტურა თავისუფლების ფარგლებში და თავისუფლებას ფარგლები არ აქვს და არც კულტურა და მე თქვენ არ წარმომიდგენიხართ თავისუფალნი როგორც არ წარმომიდგენია სამოთხეში კომუნისტი დემონი, რომელიც ვეღარ ქსოვს დასასრულს... თქვენ არ გინდათ ბიჭი ქალის მაისურში? არ გინდათ სიცოცხლე ბედნიერების გარეშე? არ გინდათ თვითმკვლელობა მაშინ როდესაც ცხოვრების ყველაზე საინტერესო მიჩურთულ ეპიზოდს ელოდებით მთელი ცხოვრება? უბრალოდ მითხარით თქვენ გინდათ თავისუფლება? მე მინდა სამყარო სადაც მხოლოდ ერთი მელოდია კი არა მთელი სამყარო მესმის, მხოლოდ ერთი ფერი კი არა მთელი უსასრულობის ფერია, მე მინდა ბიჭი გოგონას მაისურით და ნარკომანი გოგონა რომელიც სიყვარულით აღსავსე თუჩებით ხატავს ლეზბოსელ გოგონას, მინდა ჟოლოს ნაყინი მარილით და ყველა ანტონიმის თუ სინონიმის ერთობლიობა , მე მინდა თავისუფლება თქვენს ჟანგიან ჩარჩოებს მიღმა და დიდი ღია კარები ...  და თქვენ გინდათ თავისუფლება? მაშინ კითხეთ საკუთარ თავს : თქვენ შეგიძლიათ თავისუფლება? თქვენ რას ეძახით თავისუფლებას? მე ჩარჩოებს მიღმა... <მ ე ვ ა რ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა> პასუხი შეკითხვაზე? ყველაფერი და მე! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები