ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 აპრილი, 2014


თუ ვართ ნაღდი ქართველები(იუმორისტული)



თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,
პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები.

შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი,
ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი.

ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა,
პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა.

სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს,
მადლობა თქვი, თუ ყავით და კრიკერებით დაგაპურეს.

ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა,
ბალღებს არც კი გაუსინჯავთ კუპდარი და ხაბიზგინა.

რაჟიკუნას მოდგმის თუ ხარ, სულმთლად თუ არ გადაგვარდი,
სალობიეს მიმიხედე, რას მიქვია მაკდონალდი,

ისიც კარგად დაითვალეთ, რომელია მეტი ხარჯი,
არტალა თუ ანტრეკოტი, ვინეგრეტი თუ ელარჯი.

თუ ქართველებს გაძლება და გადარჩენა გვიწერია,
სახინკლეთა ნაფესვარზე ვერ იხარებს პიცერია.

კიდევ ერთი შაირი მაქვს, საამურად გასაგონი:
სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი.


ავტორი იქსი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები