ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოხელა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2008


მგელი

მონადირისგან დაჭრილი მგელი
ტყეში მიიკვლევს ბილიკს,
იცის, გარშემო ბევრია მტერი,
მიდის, არ იმჩნევს ტკივილს.

ვეღარ გაასწრო დაჭრილი ფეხით
უკნიდან მისწვდნენ ძაღლები,
ერთი ფეხში სწვდა ძლიერი ყბებით
გადაუწყვიტა ძარღვები...

სისხლისგან დაცლილს და სულშეხუთულს,
ბრძოლა არ შეეძლო დაჭრილ მხეცს,
ხმა არ გაუღია ტკივილით შეძრულს
წესად არ ჰქონდა ტირილი მგელს.

ძაღლებს დაცემული მგლის ნახვა ეღირსათ,
ძველი ჯავრი სჭირდათ ნადირის,
აქამდე ეშინოდათ მასთან შეყრისა,
ახლა მოიხელთეს დაჭრილი...

ახსენდებოდა წარსული დღეები,
მისი ეშინოდათ ჯერ კიდევ გუშინ,
ტიროდა ბუნება, ტიროდნენ ხეები,
ძაღლებიც ტიროდნენ მგლის შიშით გუშინ.

სიკვდილის შიში არ ჰქონდა წესად,
ყველაფერს მშვიდად ხვდებოდა მგელი,
უკანასკნელად ახედა მზესაც,
მერე სიკვდილმა დარია ხელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები