ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2014


კადრები მარტიდან

ამოისველა თვალები მარტმა,
ქუჩაში ფეხით გადარბის წვიმა,
ქალის ყელს შესწყდა მძივი ამარტის
და გაბნეული გუბურებს მისწვდა
ხმაური, ისევ იქუხა ზეცამ,
ამოთქვა,
ალბათ სათქმელიც ჰქონდა...
გოგონამ, ტანზე სევდა რომ ეცვა
რატომღაც გვიან გაშალა ქოლგა.
კადრია,
ბიჭმა უაზრო ფიქრი
ჩამოიფერთხა შარვლის ტოტიდან,
შეყეფა ძაღლმა და კმაყოფილმა,
ხიდის ქვეშ მშვიდად გაიბოტიტა.
გარეთ ლექია, ვიდრე მარტია
და წვიმა ქალაქს ყელზე ეხვევა,
ასე უბრალოდ, ასე მარტივად,
ქუჩამ შეწყვიტა მშრალი ხველება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს