ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2014


გამარტყი

გამარტყი, რადგან ცოტაა ჟამი
წამია წყვეტა თითოეულ ღამის
გამარტყი, რადგან გიშფოთავს გვამი
გამარტყი რადგან..


კიდევ გამარტყი,
კანკალებ ბრაზით
და უცებ მარტომ
რომ გამიხსენო
ვით მეტაფრასი
და გრძნობ ტკივილს
კუჭსა და მზის წნულში

და ისე მიყურებ თითქოს მე გამერტყას
მე კი გიღიმი და შენ მართალი ხარ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები