 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პროზა 11 მარტი, 2014 |
-გაზაფხულის წვიმიანი დილა იდგა,მარტი თავისი სიგიჟით და სილამაზით ართობდა ბუნებას,სოფლის გზებზე გაწოლილი ამღვრეული ნაკადულები მოსვენებას უკარგავდა პატარა სოფლის თავში მცხოვრებ,ას წელს მიტანებულ,მარტოხელა მოხუცს.გზის გაფუჭებას დარდობდა,ზეცას წყევლიდა გადაუღებელი წვიმების გამო,დარდობდა იმის მიუხედავად,რომ ამ გზას თითქმის არავინ არ იყენებდა ბოლო წლების განმავლობაში,სოფელი თითქმის დაცერიელებულიყო,იმდენად დაცარიელებლიყო რომ ერთ დროს ას კომლიან სოფელში,ახლა 7–8 ოჯახიღა ცხოვრობდა,ოჯახი პირობითად,რადგან მხოლოდ მოხუცები დარჩენილიყვნენ აქ.უფუნქციოდ ინგრეოდა სოფლის ცენტრში ორსართულიანი სკოლა,ლამაზი საბავშვო ბაღი,ბელეტაჟზე მდგარი კოხტა შენობა რომლის შესასვლელში დაჟანგებულ რკინის დაფაზე გახუნებული საღებავით ბიბლიოთეკა ეწერა.ამ კომპოზიციაში ბუნებრივად ჯდებოდა გორაზე მდგარი ძველისძველი კოშკი,რომლის ასაკადაც ამ სოფლის მცხოვრებნი, მინიმუმ ათ საუკუნეს ასახელებდნენ და რომელიც ქვების გროვას უფრო წააგვდა,ვიდრე ერთ დროს კლდეზე მაგარ სვანურ კოშკს,რომელიც ამაყად იგერიებდა მტრის შემოტევებს. -იდგა მარტი და კოკისპირულად წვიმდა,თითქოს დავიწყების,აპოკალიფსური ღრუბელი გადაფარებოდა სოფელს,მოხუცი ისევ მოუსვენარ ნაკადულებს ათვინიერებდა,ცხენისწყალი შვილმკვდარი დედასავით ბღაოდა,მთებს ჯერაც ეხურათ თეთრი სვანური ქუდები და ამაყად გადმოჰყურებდნენ არემარეს.ას წელს მიტანებული მოხუცი დაიღალა,ყველაფრით დაიღალა,დაიღალა გადაუღებელი წვიმებით,გზის თუ ყანის მოვლით,სარჩოზე თუ მონატრებულ შვილ –შვილიშვილებზე ფიქრით,უადამიანობით დაიღალა,მარტოობა სხვა რამეა,მის ყოფას სწორედ ეს სახელი უადამიანობა შეესაბამებოდა,ცხოვრებით და წლებით დაიღალა,დაიღალა... თავიდან–ფეხებამდე გალუმპული,ჩამოჯდა ხავსიან ქვაზე და ამღვრეული თვალებით ფიქრბში გადაეშვა,ბავშვობა მოაგონდა,ბავშვობაშიც ასე დასდევდა გზაზე მორაკრაკე ტალახიან ნაკადულებს,მაგრამ მაშინ ამას სიხარულით აკეთებდა,მაშინ ეს ყველაფერი ართობდა,ამხიარულებდა,წვიმა–ახლა ასე რომ ეზიზღება მაშინ ერთგვარი დღესასწაული იყო მისთვის,დაღამება ახლა ასე ,რომ ამშვიდებს,ბაშვობაში შიშს ჰგვრიდა და დილის დადგომა უხაროდა,ახლა კი დილა მისთვის არაფერია გარდა კიდევ ერთი უაზრო დღის დასაწყისისა.სიცოცხლის არსზე და რაობაზე დაფიქრდა მოხუცი,ისედაც სევდიანი თვალები სულ მთლად აემღვრა და აუცრემლიანდა,ერთი საუკუნე იცხოვრა და ბოლოს მარტოობაში უნდა დაელია სული,ყველამ მიატოვა,ყველამ საკუთარი ბილიკი იპოვა, შვილმა თუ შვილისვილმა,მტერმაც და მოყვარემაც,იმ ერთადერთმა დასაყრდენმაც უდროო დროს მიატოვა–ვისთან ერთადაც ცხოვრების უღელი ასე ღირსეულად თითმის საუკუნე ზიდა,ყველამ გაიმეტა,ყველამ უღალატა,ყველამ დაივიწყა,რაღა დარჩენოდა ამქვეყნად?!ამ დღემდეც ხშირად უნატრია სიკვდილი,მაგრამ დღეს ყველაზე მეტად უნდოდა,რომ თვალები დაეხუჭა და აღარასდროს აღარ გაეხილა,ყველაფერი მოსწყინდა,ღირსეულად განვლილი ცხოვრებით ახლა მხოლოდ ღამესთან თუ დაიკვეხნიდა... -დაბნელდა,წვიმის წვეთები ძველებური შემართებით უკრავდნენ სევდიან მუსიკას,ნახევრად დანგრეული სახლის სახურავზე,ის კი ისევ ხავსიან ქვაზე იჯდა,ამღვრეული თვალებით და ვიღაცას ელოდა,არ იცოდა ვის ან საიდან,მაგრამ ჯიუტად ელოდა... შორი–ახლოს ტურების კივილი გაისმა,ვიღაცას დასტიროდნენ,გულიანად დასტიროდნენ,წყვდიადს მოეცვა არემარე,ისევ კოკისპირულად წვიმდა... -ცხენისწყალი შვილმკვდარ დედასავით ბღაოდა... -ღამე აღარ თენდებოდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "...მარტი თავისი სიგიჟით და სილამაზით ართობდა ბუნებას" - "ზეცას წყევლიდა გადაუღებელი წვიმების გამო"
პირველი ემოცია / შეფასება ალბათ ავტორისაა - მეორე განწყობა კი მის მიერ დანახული "მასში" ---- ერთმანეთს ხელს უშლიან, მე მგონი, არადა ცალ-ცალკე ძალიანაც კარგია ...
"ლამაზი..." " კოხტა" - ესენი მეხამუშა...
"ოდა გორაზე მდგარი ძველისძველი კოშკი" - "გორამ" - კოშკ ცოტა სიზვიადე გაუხუნა ...
"აპოკალიფსური" - მეპატეთიკურა ...
"ფიქრებში "გადაეშვა"" - "გადაეშვა" ... არ მოერგო ყურს...
"მორაკრაკე" "ნაკადულთან" - რეალურად შეიძლება ასეცაა, მაგრამ ემოციურად ვერ დავაკავშირე ....
"წვეთები ძველებური შემართებით უკრავდნენ სევდიან მუსიკას" - "ისევ კოკისპირულად წვიმდა" - მე მგონი ურთიერთგამომრიცხავია ემოციურად ...
ამდენი ვილაპარაკე ... ეს ასე არა, ეს ისე არა, ეს მეზედმეტა, ეს სხვანაირად აჯობებდათქო ... მაგრამ მომეწონა მაინც .... ...ხოდა ამდენი იმიტომაც ვილაპარაკე, რომ მომეწონა ... და განწყობაც და სურათიც არაა უცხო ჩემი "მე"-სთვის ...
+1 წარმატებებს გისურვებ "...მარტი თავისი სიგიჟით და სილამაზით ართობდა ბუნებას" - "ზეცას წყევლიდა გადაუღებელი წვიმების გამო"
პირველი ემოცია / შეფასება ალბათ ავტორისაა - მეორე განწყობა კი მის მიერ დანახული "მასში" ---- ერთმანეთს ხელს უშლიან, მე მგონი, არადა ცალ-ცალკე ძალიანაც კარგია ...
"ლამაზი..." " კოხტა" - ესენი მეხამუშა...
"ოდა გორაზე მდგარი ძველისძველი კოშკი" - "გორამ" - კოშკ ცოტა სიზვიადე გაუხუნა ...
"აპოკალიფსური" - მეპატეთიკურა ...
"ფიქრებში "გადაეშვა"" - "გადაეშვა" ... არ მოერგო ყურს...
"მორაკრაკე" "ნაკადულთან" - რეალურად შეიძლება ასეცაა, მაგრამ ემოციურად ვერ დავაკავშირე ....
"წვეთები ძველებური შემართებით უკრავდნენ სევდიან მუსიკას" - "ისევ კოკისპირულად წვიმდა" - მე მგონი ურთიერთგამომრიცხავია ემოციურად ...
ამდენი ვილაპარაკე ... ეს ასე არა, ეს ისე არა, ეს მეზედმეტა, ეს სხვანაირად აჯობებდათქო ... მაგრამ მომეწონა მაინც .... ...ხოდა ამდენი იმიტომაც ვილაპარაკე, რომ მომეწონა ... და განწყობაც და სურათიც არაა უცხო ჩემი "მე"-სთვის ...
+1 წარმატებებს გისურვებ
3. ჩემთვის ქვემოსვანეთი დედულეთია და ამის გამო მეტად მომეძალა ემოცია. კარგია. ++ ჩემთვის ქვემოსვანეთი დედულეთია და ამის გამო მეტად მომეძალა ემოცია. კარგია. ++
2. ვეთანხმები ჯონათანს,თქვენ პოეტი ხართ,მაგრამ არის ისეთი რამ,რასაც სალექსო სტრიქონებში ვერ ჩაატევ...ვფიქრო, ეს კარგადაც გამოგივიდათ_გავიგე და მომეწონა,ვიგრძენი თქვენი გულისტკივილი. წარმატებები + + ვეთანხმები ჯონათანს,თქვენ პოეტი ხართ,მაგრამ არის ისეთი რამ,რასაც სალექსო სტრიქონებში ვერ ჩაატევ...ვფიქრო, ეს კარგადაც გამოგივიდათ_გავიგე და მომეწონა,ვიგრძენი თქვენი გულისტკივილი. წარმატებები + +
1. სწორადაა სათაური შერჩეული- მარტო შეიძლება ადამიანებთანაც იყო, აქ კი უადამიანობის სასოწარმკვეთი სურათია დახატული.
ვიცი, მართლაც რომ არსებობენ ერთკაციანი სოფლები, პრობლემაც რეალურია და მტკივნეული, მაგრამ მაინც დაუჯერებლად მეჩვენა, ას წელს მიტანებული მოხუცი რომ მარტო მიატოვეს შვილმა, შვილიშვილმა... თანაც- სვანეთში.
თქვენ პოეტი ხართ, ბატონო ლიპო :)
სწორადაა სათაური შერჩეული- მარტო შეიძლება ადამიანებთანაც იყო, აქ კი უადამიანობის სასოწარმკვეთი სურათია დახატული.
ვიცი, მართლაც რომ არსებობენ ერთკაციანი სოფლები, პრობლემაც რეალურია და მტკივნეული, მაგრამ მაინც დაუჯერებლად მეჩვენა, ას წელს მიტანებული მოხუცი რომ მარტო მიატოვეს შვილმა, შვილიშვილმა... თანაც- სვანეთში.
თქვენ პოეტი ხართ, ბატონო ლიპო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|