ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2014


ეროვნულ-ემიგრანტული ჩანახატი

- რა ჭირს?
- არ ვიცი, ფეხზე ვერ დგება, ნასვამია ალბათ..
წვიმა იყო და წვიმაში ცივ ასფალტზე გვერდულად იჯდა და ცდილობდა ადგომას.. მანქანები ისე ურეაქციოთ უვლიდნენ გვერდს, რომ გეგონებოდა ადამიანი კი არა ნაგვის ტომარა გდიაო..
არავინ აჩერებდა, არავის აინტერესებდა, ყველა საკუთარ საქმეზე მიიჩქაროდა, არავის შეეცოდა...
მანქანა გავაჩერე და მივეხმარე ადგომაში. კლინიკაში მიდიოდა, სიარული უჭირდა, ნარკომანი იყო, მისი მადლიერი თვალები ახლაც თვალწინ მიდგას..  სანამ ავიყვანე და დავბრუნდი სიტიპარკს ჩემი მანქანა წაეყვანა, ძალიან გავბრაზდი...
(თბილისი, ქავთარაძის ქუჩა, 2014 წელი)

- მამიკოებოო, მოვედიიი და კანფეტებიც მოგიტანეეეთ...
- მალხაზ მოხვედი? ესე მალე? რა კარგიააა - გადაეხვია მეუღლეს მზია, რომელსაც ძალიან უხაროდა მისი მეუღლის ადრიანად დაბრუნება იმიტომ, რომ იცოდა, რომ მალხაზმა სამუშაო გეგმა შეასრულა და არასათანადოდ გაჩერებული ავტომობილების გეგმიურ რაოდენობაზე მეტი უკვე გადაზიდა საავარიო  სადგომზე, რისთვისაც მას კომპანია პრემიას გამოუწერდა..
- ხო მოვედი, ერთი ადგილი მაქვს დამუღამებული ლეჩკომბინატთან, აი პრივიჩკა მაქვს რა, არასოდეს არ მაზავს, სუ ცუდად აჩერებენ- თქვა და ხელში აიყვანა თავისი ორი წლის ანზორიკო...

***უდო ფუქსთან ერთად მოვდიოდით დუსელდორფის გამოფენიდან.. ავტობანი საკმაოდ დატვირთულია. გარეთ წვიმს და საკმაოდ ცივა. ავტობანზე მოვფრინავთ მისი ფოლქსვაგენით. გზის პირას ახალგაზრდა ბიჭი დავინახეთ, რომელიც წაყვანას ითხოვდა. უდომ რაღაცნაირად გააჩერა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფად მოვდიოდით საკმაოდ შორს მოუვიდა გაჩერება. მე ვუთხარი, უდო, წასულიყავი და ვინმე სხვა გაუჩერებდა.. მან კი მიპასუხა, ყველამ რომ ეგრე იფიქროს არავინ გაუჩერებსო.. კარგი ხალხია გერმანელები.. თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობენ სახელმწიფოს, ადამიანების, ცხოველების და ბუნების მიმართ.. ძალიან კარგი ხალხია
(ჰამბურგი, ლაგერშტრასე, 2004 წელი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები