ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2014


ასე, უბრალოდ...

ორი სტროფი თუ გავრითმე, სადმე
აბა მითხარით, ეგ რა ნიჭია?!
ნუ ჩამთვლით სხვაზე უკეთესად, მე,
უბრალოდ ჩემსას ვახარებ ჭიას!..

გთხოვთ, ნუ მიწოდებთ უმალ დიდოსტატს,
თუ სადმე მნახოთ, რომ ვდებდე აგურს.
გამხდით სამიზნედ ყრუ ცინიკოსთა
და მით სამსახურს გამიწევთ დათვურს.

ან რა გინდ სწორად გადავიწერო,
პირჯვარი, მყის ნუ შემარქმევთ ნეტარს!
ო, ერთი წამით, ერო და ბერო,
ჩემი ვნებები განახათ, ნეტა...

და ნურც სიყვარულს ნუ დამაბრალებთ,
ვინმესთვის ვარდი თუ მიჩუქნია.
მე ასეთი ვარ, რა ვქნა, უბრალოდ
ზოგჯერ სხვისასაც ვახარებ ჭიას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები