ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2014


მეხუთე დრო

წელიწადის დროებთან ერთად
სეზონებს მიღმა
სულ დგას  სეზონი -
რიგით მეხუთე
დრო სიყვარულის.
მასში არასდროს არ მთავრდება
არც თვე, არც კვირა.
ყველა სეზონზე ვარგისია,
არ გასდის ვადა...
ზოგი სეზონი ოცითაა
ზოგიც--ორმოცით,
და ასაკს სულ აქვს
გამოყენების ვადა
    უკალენდროდაც....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები