ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2014


***

წუხელ,
შეიშალა ქარი,
ნეკნებს ულეწავდა ხეებს,
მათი ქვითინი თუ მოთქმა,
მხოლოდ არ გესმოდა შენ ერთს.
ფოთლებს აუტეხა შარი,
მთვარე ვერ ხედავდა ამას,
ის ხომ ნამთვრალევი დადის,
ყველა ულამაზეს ქალთან.
              ახლა
ტროტუართან იცდის,
ხელში ვარსკვლავების კონით,
როგორც ხდება ხოლმე გოგო,
დაგვიანებით მოდის...
(ალბათ,ასე აჩვევს ლოდინს...)
ბილიკს მიჰყვებიან ნელა,
მთვარეს ავიწყდება ცოლი,
ამ დროს… ტელეფონი რეკავს:
,,_სახლში მოსვლის დროა მგონი,”
            _  მორჩა!
დავიღალე შენით,
ალბათ,განშორება გვიჯობს,”
_ღრუბელი შეჰკივლებს წყენით:
,,_ხალხს,როგორ შევხედო, ბიჭო!”
ცოლისძმა ერევა ჩხუბში,
პირდაპირ მუქარით იწყებს:
,,ეგ შენი პირბადრი სახე,
ნამგალს დავამსგავსო ისევ?!”
მზე იფშვნეტს ნასიზმრალ თვალებს,
ღამეს რახანია სძინავს
და როგორ მინდა მწამდეს,
რომ მშვიდი თენდება დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები