ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
28 ივნისი, 2014


საზაფხულო არჩევნები

ზაფხულია. ჩამოცხა. ცდილობ შეინარჩუნო
ორგანიზმში სითხე და გრილი ტემპერატურა.
შვებულება გიწევს და აწყობ ერთგვარ არჩევნებს,
რომელ ზღვაზე შეღებო, შენი თეთრი ნატურა.

პრაიმერებს, სოც–კვლევებს, გამოკითხვებს ატარებ,
აქტიურად ეცნობი სხვების გამოცდილებას,
ჯავშნავ ირგვლივ ყველაფერს, სასტუმროებს, მატარებ–
ლებს, იზუთხავ ფასებს და ამინდების ცვლილებას.

ზოგ კვლევაში იმარჯვებს გოა, ზოგში კანარის
კუნძულები, შედეგი შენს ბიუჯეტს აჭარბებს
ბევრად და ვინაიდან ხვდები – სხვა გზა არ არის,
აჭარაში მიდიხარ და არჩევნებს აყალბებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები