ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2014


ბატონები

დედის შეშფოთებული,  ცრემლიანი მზერა...
სახეზე და ხელებზე წითელი ფოლები...
ცხელი შუბლი , ახორკლილი ფარდები და  მოჩვენება...
მონატრებული  მამის საჩუქარი , ფერადი კუ...
ბებოს მოყვანილი  წიწილა...
მერე უკვე საწოლზე ,  მუხლებზე ჩამომჯდარი წითელბანტიანი ვარიკა...
ცხრა დღე...
ხელის გულში გამოტარებული  ცხრა თავი სათესური , წყლის პირას უბრად და ჩუმად  გადაყრილი...
ტაბლა... წითლად შეღებილი , ცომის გამომცხვარი გუნდები...
ტაბლაზე  ხურდა ფული...
მეზობლის, მარუსა ბებოს ,  ჩიფჩიფა ლოცვა...
ამღვრეული მხედველობის დაწმენდა...
გადალოცვა, ფანდურითა და დაირით...
ცხელი ხაჭაპურები, დაძლეულის სიხარულით მარუსა ბებოს ცეკვა...
ტაბლის გადაფენა მდინარისპირას , იელის  ბუჩქებზე...

სახეზე დარჩენილი წითელი ლაქები ...ახლაც მახსენებს თავს


























































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები