ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2014


უსათაურო

კუბოკრული მიწიდან,
ღამე ამოიზიდა,
ავარჩიე ფრაგმენტი
ჩემი მდარე სიზმრიდან.
მე არ მსურდა მეფობა,
მკლავდა ერთადერთობა,
მკლავდა მწირი სოფელი,
და უერთმანეთობა...
ჩავამთავრე გზა თუ ზღვა,
გული ბედს არ ენდობა.
ვდუმდი, სადღაც ჩემს იქეთ
დუმდა უიმედობა.
ხეს წყდებოდა ფოთოლი,
როგორც გული მწყდებოდა,
მთავრდებოდა ზამთარი
და ზაფხული დგებოდა.
ცის მახლობლად გზა მოსჩანს,
თვალი გზისკენ გამება,
რა ხანია მზე ჩადგა,
ჩაიარეს მგზავრებმა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს