ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2014


ჩამკიდე ხელი!

ჩვენი პლანეტა_
მწვანე ფოთოლი სიცოცხლის ხეზე,
ჩვენ კი მორიგი დილის
მცირედი ნამი...
ჩამკიდე ხელი
სანამ მზე შეგვაშრობდეს,
ვიქცეთ სრულ წვეთად,
რომ ვიდრე ცას მივწვდებოდეთ
ჩავუდგეთ მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები