ა-ქლემი კუზში წყალს იმარაგებს, ბ-აყაყი ყიყინებს ტბაში, გ-იტარა უკრავს, მღერიან ჰანგებს, დ-ათუჩა ცხვირს ჰყოფს სკაში. ე-ტლი ქუჩაში ხმაურობს, რახრახებს, ვ-არდი კეკლუცობს ბაღში, ზ-ღარბუნა ბოსტანში დაგორავს , ტანტალებს თ-ევზი კი დაცურავს წყალში ი-რინე ნაწნავებს თავადვე იწნავს, კ-უ ნაბიჯს ვერ დგამს წამში ლ-იმონი მჟავეა , სიცხისგან გიცავს, მ-აკაკა გიცქერს თვალში, ნ-იორი მწარეა,ენასაც გიწვავს, ო-ბობა ქსელს ქსოვს სახლში, პ-ინგვაინი ყინულის საბადოს იცავს, ჟ-ირაფი არ ცხოვრობს მთაში. რ-ობოტი აკეთებს ყველაფერს თავად ს-აზამთრო მწიფობს ზვარში. ტ-რაქტორი ბურდღუნებს, მიწას ხნავს სწრაფად უ-რემი მისდევს კვალში. ფ-ოცხვერი კატისებრ ჯიშს მიეკუთვნება, ქ-ამარს კი ვხმარობთ ლახტში ღ-ამურა, მოვძებნოთ, სხვენში თუ იქნება ყ-ოჩივარდა კი _ ბაღში. შ-უქნიშანი, კვლავ, ინთება_ ქრება ჩ-აის იდუღებს ბავშვი, ც-იყვი ტოტიდან სხვა ტოტზე ხტება, ძ-როხის რძე ასხია სათლში. წ-ისქვილი ფქვავს და დუდღუნებს, ღიღინებს ჭ-ალა გაჩეხეს წამში, ხ-ვლიკი გაიქცა, ბალახი ბიბინებს, ჯ-ამი გავცვალეთ თასში. ჰ-ამაკი ცამდე აგვაფრენს, ვთამაშობთ,
ანბანიც გვიდევს თავში. თუკი თქვენ გაკვეთილს არ სწავლობთ, ზარმაცობთ, მაშ ვინ იქნება ბრალში?. მანანა ტონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. უღრმესი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ და მოიწონეთ. გაიხარეთ! უღრმესი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ და მოიწონეთ. გაიხარეთ!
13. 8 კომენტარს დავეთანხმები,!
ასეთი აზრიანი და შესანიშნავი, საბავშვო ლექსი კარგა ხანია არ წამიკითხავს, 8 კომენტარს დავეთანხმები,!
ასეთი აზრიანი და შესანიშნავი, საბავშვო ლექსი კარგა ხანია არ წამიკითხავს,
12. ჩემო ძვირფასებო, ვინც ხართ დაინტერესებული საბავშვო ლიტერატურით და სასკოლო და საბაღო რესურსებით, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩემი გვერდი ფეისბუქზე. https://www.facebook.com/SabavshvoLeksebi?ref_type=bookmark პატივისცემით)) ჩემო ძვირფასებო, ვინც ხართ დაინტერესებული საბავშვო ლიტერატურით და სასკოლო და საბაღო რესურსებით, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩემი გვერდი ფეისბუქზე. https://www.facebook.com/SabavshvoLeksebi?ref_type=bookmark პატივისცემით))
11. გმადლობთ შენი ლუ, გაიხარეთ! გმადლობთ შენი ლუ, გაიხარეთ!
10. დასაფასებელი შრომაა.. სიკეთე ავტორს. დასაფასებელი შრომაა.. სიკეთე ავტორს.
9. უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ! უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ!
8. სათავფურცლეა სათავფურცლეა
7. გმადლობთ ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ! გმადლობთ ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ!
6. მოეწონა არტეს:)+++ მოეწონა არტეს:)+++
3. კარგია ლამაზი ++++ კარგია ლამაზი ++++
2. მშვენიერი,, ანბანთქებაა"...ჩემს მოსწავლეებს წავუღებ აუცილებლად :) ++ მშვენიერი,, ანბანთქებაა"...ჩემს მოსწავლეებს წავუღებ აუცილებლად :) ++
1. რა ძალიან მესიამოვნა ამის წაკითხვა. გაიხარეთ ქალბატონო მანანა რა ძალიან მესიამოვნა ამის წაკითხვა. გაიხარეთ ქალბატონო მანანა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|