ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: თარგმანი
5 დეკემბერი, 2008


ასი უძველესი იაპონური ლექსი

გუშინ მაღაზია ''სანტა ესპერანცაში''  სარა მერი უილიამსისგან არაჩვეულებრივი საჩუქარი მივიღე - წიგნი ''ასი უძველესი იაპონური ლექსი'' , იაპონურიდან თარგმნილი ირმა რატიანის მიერ.დღევანდელი დღე ამ წიგნის კითხვის სიამოვნებაში გავატარე.
მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ლექსი,რომელიც განსაკუთრებით მომეწონა:


იმპერატორის მრჩეველი იაკომოჩი

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა...
დგება ნათელი...




პრინცესა ისე

ო,ღმერთო ჩემო,
მინდა მწამდეს,მინდა მჯეროდეს,
რომ გულისსწორთან განშორება მოკლეა ისე,
ვით ბამბუკების ტანად ჯუჯა ლერწამ-ხლართები
ნანივას ქვებით გადაკირწყლულ სანაპიროზე...


იმპერატორის უმცროსი მრჩეველი მესაფუსა

ტაკასაგოზე,მთის ფერდობზე ჰყვავის საკურა,
აყელყელავებს ტოტებს...
ვაითუ ნისლი,სქელთითება,
ან სულაც ღრუბლის ფუმფულა ქულა,
უსახურ ლიბრად გადაეკრას ამ სილამაზეს...


საგამი

ნუ მიბრაზდები,მომიტევე,თუკი ცრემლები
კვლავ მდის ღაწვებზე...
ვტირი დაკარგულ სიყვარულზე
და მასთან ერთად -
მიტოვებული ქალის სახელზე.



შინტოს ოფიციალური პირი ტოშინარი

ვერ გავექეცი ამ სამყაროს ვარამს და ტკივილს,
არ ჩანს საშველი...
ვშიშობ,გახიზნულს უდაბურ მთებში,
მომწვდება მაინც
დაჭრილი ირმის ამობღავლება უკანასკნელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები