ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2014


დ ა ბ ნ ე ლ ე ბ ა

ეს იყო, როცა ჩამოწვა ღამე,
ეს იყო, როცა მინდოდა ლოცვა,
ეს იყო, როცა ძლიერ ვეწამე,
რადგანაც ქვეყნად მწუხრი ჩამოწვა.
მწუხრი ჩამოწვა; მე მოველ ლოცვად
და სინანულით ავივსე გული.
რადგანაც მყავდა სინათლე მოძღვრად
ვერ ავიტანე მზე დაბინდული
და მოველ ლოცვად... და ცრემლი ვღვარე,
ვიხოკდი სახეს, ვითხრიდი თვალებს,
დღეს დაბნელებულს და ცივ სამარეს
ვეღარ უძლებდა ჩემი თვალები
და მოველ ლოცვად, მუხლზე დავეცი
მჯეროდა, უფალს შევებრალები.
მე უსასობით ღონემიხდილი
ჩამქრალ მზის გამო ცრემლებსა ვღვრიდი.
ღამე კი იდგა, როგორც სიკვდილი
და იყო მწუხრი უხმო და მშვიდი.
ღმერთო, ეს ღამე შენ გამითენე,
სასოწარკვეთილს იმედი მომეც.
შენ მოანიჭე ამ მზეს სიმრთელე
და სიბნელეთა დაძლევის ღონე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები