ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2014


ს ი ს უ ლ ე ლ ე

სისულელეა გრძნობების გწამდეს,
თუნდ იყოს გრძნობა მართალი ცამდე;
სისულელეა გიყვარდეს ვინმე;
სისულელეა სატრფო რომ გყავდეს;
სისულელეა უგონოდ დათვრე,
ფურცლავდე გულის ვარდისფერ დავთრებს,
რომ გსურდეს წვიმა, ქარი რომ გსურდეს,
სასიხარულოდ რომ თვლიდე ავდრებს.
აქეთ გახედავ - ცივი ღელეა,
იქით - დაგხვდება ცივი თვალები,
სისულელეა, სისულელეა
მოკვდე სულელურ გარდაცვალებით.
არ მოგიგონებს არავინ ქვეყნად,
ფუჭად ჩაგივლის ათასი კვეხნა,
თითქოსდა იგი, ვისაც უყვარდი,
შენს ერთგულებას ინახავს ეხლაც.
სისულელეა... და მაინც, მუდამ,
ეს სისულელე ახლოა გულთან.
ჩვენც სულელურად ვცხოვრობთ და ვკვდებით,
ჩვენც გვიგონებენ ცოტა ხანს კდემით,
მაგრამ გაივლის თვეები, წლები
და ქვეყნად ყველას დავავიწყდებით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები