 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 5 აგვისტო, 2014 |
ეძღვნება პოეტ ზაზა სუყაშვილს (ჰერელს)
მამა და ორი ვაჟი ანკესებით თევზაობდნენ. არადა არ ეკიდებოდა თევზი. აქ ალაზანი ახლა ორი ქვეყნის საზღვარიცაა და მდორედ მიედინება, თითქოს და ენანებაო, ქართულ მიწას რომ ემშვიდობება. დღეს , ალბათ თუ წვიმდა საქართველოს მთებში, ადიდებულია მდინარე. მზე კი ისე აცხუნებს, როგორც უდაბნოში იცის შუადღისას, როცა ჩრდილები იკარგება. მერე ერთმა ბიჭმა, შვიდიოდე წლისამ, თევზაობას თავი დაანება და წყალში შეცურა. ცოტაც და მხარულით მიაპობდა ტალღებს. რაღაცა ძალა ეწეოდა მეორე ნაპირისაკენ, რომელზეც ერთხელ უთხრა მამამ, იქ საქართველოა შვილო, ჩვენი სამშობლოო. აქაც ხო ჩვენი სამშობლოაო, - გაკვირვებია მაშინ პატარას. კიო, - მამამ. აქაც საქართველო ყოფილაო, - გულში გაუფიქრებია ბიჭს. ალაზანმაც სულ აკვანივით არწია, თან თითქოს ისიც ეხმარებოდა ბიჭს მეორე მეორე ნაპირისთვის მიეღწია. ცოტაც და ფსკერს დაებჯინა ხელიც და ფეხიც. ნაპირზე გასული, ფეხზე არც ამდგარა, მუხლებზე დაჩოქილი ჯერ დიდხანს კოცნიდა მიწას, მერე კი ისე ჩაეხუტა, მშობელ დედას რომ ჩაეხუტება შვილი. მამამ იფიქრა, მდინარემ არ გაიტაცოსო. ისიც უკან მიჰყვა. მერე მამა და შვილი კარგა ხანს ისხდნენ ალაზნის ერთ ნაპირზე და იქედან უცქერდნენ მეორე ნაპირზე დარჩენილ ერთი ძმას, მეორე შვილს, ორივენი კი საკუთარ სოფელს, ადრე ქათმისხევი რომ ერქვა ახლა კი ალიბეგლო ქვია.
5.07. 2014 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მოვიკითხე კარგი ადამიანი და მოთხრობაზე კი ვეთანხმები მწერალს: ლევანს უკეთესადაც შეეძლო გადმოცემა რაღაც აკლია მაინც
ისე კი ანდერგრაუნდის ის სცენა გამახსენა, მდინარეზე ( მდინარეა მგნი ხო? ) მზის ამოსვლის არ ვიცი რატომ მაგრამ უცებ ეგ სცენა ამომიტივტივდა ძალიან მაგარი ფილმია და ძალიან მაგარი სცენა მოვიკითხე კარგი ადამიანი და მოთხრობაზე კი ვეთანხმები მწერალს: ლევანს უკეთესადაც შეეძლო გადმოცემა რაღაც აკლია მაინც
ისე კი ანდერგრაუნდის ის სცენა გამახსენა, მდინარეზე ( მდინარეა მგნი ხო? ) მზის ამოსვლის არ ვიცი რატომ მაგრამ უცებ ეგ სცენა ამომიტივტივდა ძალიან მაგარი ფილმია და ძალიან მაგარი სცენა
9. ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
8. თემა უდაოდ ძლიერია! რაც შეეხება გადმოცემას უფრო მაგრად შეეძლო ისეთ ავტორს გადმოცემა როგორიც ლევან ლორიაა. მაპატიე ჩემო მეგობარო, რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. იმედია არ გეწყინება ჩემი კომენტარი. შენ ერთერთი საუკეთესო მწერალი ხარ ჩემო ლევან და უფრო მეტს ვითხოვთ შენგან.
თან, მოგიკითხე პატივისცემით. თემა უდაოდ ძლიერია! რაც შეეხება გადმოცემას უფრო მაგრად შეეძლო ისეთ ავტორს გადმოცემა როგორიც ლევან ლორიაა. მაპატიე ჩემო მეგობარო, რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. იმედია არ გეწყინება ჩემი კომენტარი. შენ ერთერთი საუკეთესო მწერალი ხარ ჩემო ლევან და უფრო მეტს ვითხოვთ შენგან.
თან, მოგიკითხე პატივისცემით.
7. ის შვიდიოდე წლის ბიჭი, ზაზა სუყაშვილია, იგივე ჰერელი, კარგი პოეტი და კარგი ქართველი, ეს ამბავი რომ მომიყვა, ბუსუსებმა დამაყარეს, მერე ვთხოვე დავწერ-მეთქი, მადლობა ზაზას...
ის შვიდიოდე წლის ბიჭი, ზაზა სუყაშვილია, იგივე ჰერელი, კარგი პოეტი და კარგი ქართველი, ეს ამბავი რომ მომიყვა, ბუსუსებმა დამაყარეს, მერე ვთხოვე დავწერ-მეთქი, მადლობა ზაზას...
6. ის შვიდიოდე წლის ბიჭი, ზაზა სუყაშვილია, იგივე ჰერელი, კარგი პოეტი და კარგი ქართველი, ეს ამბავი რომ მომიყვა, ბუსუსუსებმა დამაყარეს, მერე ვთხოვე დავწერ-მეთქი, მადლობა ზაზას...
ის შვიდიოდე წლის ბიჭი, ზაზა სუყაშვილია, იგივე ჰერელი, კარგი პოეტი და კარგი ქართველი, ეს ამბავი რომ მომიყვა, ბუსუსუსებმა დამაყარეს, მერე ვთხოვე დავწერ-მეთქი, მადლობა ზაზას...
5. ჩვენი დაკარგული ქართველები და დაქუცმაცებული ისედაც ციცქნა საქართველო :( მტკივნეულია და ლამაზი <3 ჩვენი დაკარგული ქართველები და დაქუცმაცებული ისედაც ციცქნა საქართველო :( მტკივნეულია და ლამაზი <3
4. ასეთი რაღაცის კითხვისას სულ ჟრუანტელი მივლის მეც. სხვათა შორის,ალიბეგლოდან თანაკურსელი მყავდა,გვარად ტარტარაშვილი... კარგია,წარმატებები ავტორს ++ ასეთი რაღაცის კითხვისას სულ ჟრუანტელი მივლის მეც. სხვათა შორის,ალიბეგლოდან თანაკურსელი მყავდა,გვარად ტარტარაშვილი... კარგია,წარმატებები ავტორს ++
3. რა სიზუსტითაა გადმოცემული... ამ ამბის გახსენებისას ყოველთვის ჟრუანტელი მივლის ტანში... ახლაც ასეა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ავტორს! რა სიზუსტითაა გადმოცემული... ამ ამბის გახსენებისას ყოველთვის ჟრუანტელი მივლის ტანში... ახლაც ასეა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ავტორს!
1. ძალიან კარგი მიძღვნაა,! ლაკონიურად, გადმოცემული ტკივილისა და სულის შემძვრელი " დიდი ისტორია , პატარა მოთხრობით"
ჩემი უუმაღლესი შეფასება!
ძალიან კარგი მიძღვნაა,! ლაკონიურად, გადმოცემული ტკივილისა და სულის შემძვრელი " დიდი ისტორია , პატარა მოთხრობით"
ჩემი უუმაღლესი შეფასება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|