ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2008


ბიძაჩემი

მაღალი, ხმელი კაცი იყო ბიძაჩემი;
ცამ ღრუბლები დაიმაგრა საკინძეთი;
მზე უდარდელად ჩამოხსნა;
დღეს პირველად მოთოვს.

პირველად სიბერე მამაჩემის სიკვდილისას შეეპარა;
წევს ღამე, ვერ ვიძინებ მეშინია;
ბავშვი სიყვარულით უყურებს ცას
- იქ პაპაა!

მაღალი, ხმელი კაცი იყო ბიძაჩემი;
ცას მზე ეკიდა საკინძეთი;
მერე უდარდელად ჩამოხსნა და
გულის ჯიბეში შეინახა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები