ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2014


***

ეს ერთი გუდა სიყვარული,ეგეც მეორე,
მგონი მეყოფა,რომ გავუძლო სუსხიან ზამთარს.
აჰა ლექსები,ლოცვასავით,რომ ვიმეორებ
დილით,შუადღე,საღამოს და სიზმარშიც ალბათ...
ჩაის ფინჯანი,მთელი ყუთი გვირილას ჩაი,
ფორმალობისთვის,თორემ უკვე საერთოდ არ ვსვამ.
სარკიდან მიმზერს,გადაღლილი უცნობი ქალი
მისი ბავშვობა სულ ეს იყო:- ლოდინი კართან.
სულის უჯრებში იქექება,რაღაცას ეძებს
ერთ ხელისგულზე დაეტია წარსულის სითბო,
მტკივნეულია,რაღაც გქონდეს დაკარგო შემდეგ
სხვას რას ელოდა,ცხოვრება ხომ თავისას ითხოვს.
არ ღირდა მოსვლა,არც წასვლა ღირს,წლები გადიან
სრულყოფილების ძებნისაგან ისე ვიღლები,
სიცოცხლეს მოვთხოვ შვებულებას თან გრძელვადიანს.
და მერე ჩემთვის დავიძინებ ,გულდამშვიდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები