ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფე
ჟანრი: იუმორისტული
13 სექტემბერი, 2014


კომბლე

კომბლე
იყო ერთი კომბლე,
ბოროტი და შომპლე,
ტყეში ხეებს ჭრიდა,
მისგან კომბლებს თლიდა.
ჰყავდა ბევრი ცხვარი,
მიდენიდა- მოდენიდა,
ვინც ენას გამოუყოფდა
პირში კომბალს უტენიდა.
ერთხელ ტყეში რომ გადენა
ცხვარი, უკან არ დაბრუნდა,
კომბლე ისე გაწიწმატდა,
გარშოკიდან გადაბრუნდა.
ტყეში მირბის ფრენა ფრენით,
უკან მისდევს კომბლის ჯარი,
გზაზე მთვრალ მგელს შეეფეთა
-შენ შეჭამე ჩემი ცხვარი?-
-მე შევჭამე შენი ცხვარი,
მივაყოლე ზედ ნამცხვარი-
მერე კომბლებს მიუბრუნდა,
-ჩქარა ჩასცხეთ მაგას თავში!-
კომბლებს ისე შეეშინდათ
უმალ გაუბერეს სახლში.
დაითრია მგელმა კომბლე,
ათამაშა ნება- ნება,
ნაზად  შესანსლა და დილას
ცხვრებთან ერთად მოინელა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები