ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2014


დროზე!

სადა ხართ,
სადა ხართ,
ჰეი...,
ჩემნაირებო?..
გამოდით, ნუ გძინავთ, ნუ თვლემთ, ნუ ამთქნარებთ!
მზე ახლა იმედით ჩვენსკენ იმზირება,
გზის მანიშნებელი ჭირდებათ ამ ქარებს!..

სადა ხართ?
გამოდით!
ტალღები შფოთავენ...
მათი დამშვიდების ჩვენია დღეს რიგი.
დროზე, სანამ ტირილს ღრუბლებიც მორთავდნენ,
დროზე დავამყაროთ ჩვენს თავში წესრიგი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები