ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2014


ღამეული აგონია N ......

მომბეზრდა,სიცოცხლე მომბეზრდა,
ვერ ვუძლებ,იარებს,ჭრილობებს,
ნერვებმა ბღავილი მორთეს და
სასთუმლად მიგია ჭილოფი,

მომბეზრდა სევდა და ცრემლები,
ვატყობ,რომ ღიმილც მაგიჟებს,
საკუთარ მძორს ვეღარ ვერევე,
მთვრალივით მერევა ნაბიჯი,

მინდა რომ ამაღამ დავმთავრდე,
ხორცი მივათრიო ფინიშთან,
უგონოდ რამდენჯერ დავმთვრლვარ,
ფანჯრებთან არავინ მიმიშვა...

ვერ ვგუობ ცხოვრებას-რუტინულს,
მაგრამ ცას იმედით შევცქერი,
საკუთარ მეს ვებრძვი-ნუ ტირი,
ხრამამდე ფიფქების მესერი

არ მიშვებს,მერე მეც ვნებდები,
და ვცდილობ სხვა გზებით ვიარო,
და ასე,ბრძოლეშსი ვბერდები,
მიწამაც შეწყვიტა ტრიალი,

მთავრდება ღამე და ღრუბლებში,
მზე როგორც იმედი ინათებს,
სხივებიც მეყოფა ნუგეშად,
სარკესთან თავსაც არ ვიმართლებ...

მინდა,რომ არასდროს დაღამდეს,
ჯერ ფიქრი სიკვდილზე-შორია,
ოდესმე დასრულდეს დაღმართი,
მეც გადავეჩვიო ბორიალს,

ჯერ ფიქრი სიკვდილზე-შორია!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები