ავტორი: მანანა ტონია ჟანრი: საბავშვო 22 ოქტომბერი, 2014
თამრიკო და ძამიკო
თამრიკო და ძამიკო
პაწაწინა ძამიკო, შეეძინა თამრიკოს, უნდა მას ეთამაშოს, არ უნდა, რომ გარიყოს, საძინებელ ოთახშიც , შემოვიდა ცისკარი, საწოვარა წაართვა, აბა, აღუ მითხარიიი! მზინარს მიეპარება და ლოყაზე აკოცებს, სულ რატომღა სძინავსო, გოგოს ძლიერ აოცებს. ძმაც უცქერს და იცინის, ტკბილად ეჭურღულება, უცებ, წყალი მოუნდა, შეეცვალა გუნება. პაწაწინას სიხარულს, აღარა აქვს საზღვარი, ყველა თვითონ შესანსლა, ძმას არ უნდა ნამცხვარი. აღარ უშვებს ოთახში, ფეხსაცმლიან მამიკოს, თავსაც კი ურჩევნია, თავისი ძმა თამრიკოს. ნანაც თვითონ უმღერა, ამოუგო საბანი, ასე სიყვარულობენ, პაწაწინა და-ძმანი