 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2008 |
მომე ხელი, ჩემი ამრევ-დამრევი, ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად თბილი, დავხედავ და მისანს დავედარები, ხელისგულზე თითაკრეფით ვივლი. უნდა ვკითხო ბედისწერის ამბავი ამ ბადეებს,წირებსა და ღარებს. არათითის ხაზი ,თანაც ამდარი?! რა არის და - ღმერთი გაგახარებს... მაგრამ რაღაც,ეს წყვეტილი მაღონებს, არ გეკვრება სიყვარულის რკალი... დამაცადე,ამოვიცნო ბოლომდე მომავალი,სავალ-საფიქრალი! ოთხივ კუთხივ ღმერთმა ნავსი გარიდოს! ნუმც გაგტეხოს,თუკი მოიხარე! უცებ რატომ წაეტანე სიგარეტს? სანთებელამ გაამჭახა არე და ჩვენშუა კვამლის ფარდა დაირწა და ნაღველიც გულში ჩავიღვარე.. უი,ფრჩხილი თეთრად გადამწირვია, სიხარული მელოდება ხვალე?
სიხარული მელოდება ხვალე!
1994
ეს ლექსი ეკუთვნის დროს,როცა ქირომანტიით ვიყავი გატაცებული. სტილურად - ესენინის სკოლაა. წირი ეწოდება იმ თეთრ ხაზსაც,რომელიც ადამიანის ფრჩხილზე ხანდახან ჩნდება.ბავშვები მას მოსალოდნელი საჩუქრის ან სიხარულის ნიშნად მიიჩნევენ,მედიკოსები -გულის უკმარისობის თუ სისხლში ჯანგბადის დეფიციტისა . მე - ხან ერთი მჯერა,ხან -მეორე. თქვენ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ეგ თავისთავად დიოტიმა :) თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, არ მწამს სიყვარულის. სიყვარული როგორც ეგეთი, უბრალოდ მიჩვევად და ურთიერთგაგებაზე დაყრდნობილ, ურთიერთპატივისცემად მიმაჩნია :) ეგ თავისთავად დიოტიმა :) თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, არ მწამს სიყვარულის. სიყვარული როგორც ეგეთი, უბრალოდ მიჩვევად და ურთიერთგაგებაზე დაყრდნობილ, ურთიერთპატივისცემად მიმაჩნია :)
20. ძალიან მომეწონა. დაჯერებით კი, მოულოდნელი სიხარულისა დაიჯერე:) მეორე ტყუილია:) ძალიან მომეწონა. დაჯერებით კი, მოულოდნელი სიხარულისა დაიჯერე:) მეორე ტყუილია:)
19. სკოლა და კლასი არ ვიცი მე, ბრწყინვალე ლექსია :) სკოლა და კლასი არ ვიცი მე, ბრწყინვალე ლექსია :)
18. ;) აუ რამდენი მქონდა ბავშვობაში :) ახლაც ვნახე და მაქვს, ოღონდ იმდენი არა... ვბერდები ხომ, ;(((((((((((((( 5 შენ ბავშვობა გამახსენდა და მომეწონა. : ;) აუ რამდენი მქონდა ბავშვობაში :) ახლაც ვნახე და მაქვს, ოღონდ იმდენი არა... ვბერდები ხომ, ;(((((((((((((( 5 შენ ბავშვობა გამახსენდა და მომეწონა. :
17. დემეტრიუს ძვირფასო! კარგად დააკვირდით,შეიძლება შუა სეგმენტიდან გეწყებათ და ამიტომ ვერ შენიშნეთ.ყველაზე ღრმა ხაზი უნდა იყოს და საერთოდაც,რას უჯერებთ ქირომანტიას! თქვენი ბედი მუდამ თქვენს ხელშია! დემეტრიუს ძვირფასო! კარგად დააკვირდით,შეიძლება შუა სეგმენტიდან გეწყებათ და ამიტომ ვერ შენიშნეთ.ყველაზე ღრმა ხაზი უნდა იყოს და საერთოდაც,რას უჯერებთ ქირომანტიას! თქვენი ბედი მუდამ თქვენს ხელშია!
16. ვაი ხაზი არ მაქვს!!! ე.ი სიყვარულში ბედი არ მექნება? :( :( ვაი ხაზი არ მაქვს!!! ე.ი სიყვარულში ბედი არ მექნება? :( :(
15. ლექსს არა უშავს, კომენტარები კი... 4 ლექსს არა უშავს, კომენტარები კი... 4
14. არის რა , ბოლო მომეწონა უუფრო არის რა , ბოლო მომეწონა უუფრო
13. თამარ ძვირფასო! დახედეთ ნეკა თითის მომდევნოს,ანუ არათითს,რომელზეც საქორწინო ბეჭედს ატარებენ ადამიანები. თუ თითის ძირიდან,შუაში იწყება ხაზი,რომელიც ორ ბარიერს გადაკვეთს და თითის ბალიშამდე ავა,ანუ სამივე პერიოდს თქვენი ცხოვრებისა უწყვეტად გაივლის,ეს ნიშნავს,რომ ახალგაზრდობაც,მოწიფულობაც და სიბერეც ერთი სიყვარულით,ბედით გექნებათ შეერთებული. შეიძლება ეს ხაზი დაიწყოს ძირიდან,გადაკვეთოს მეორე ბარიერი და შეწყდეს,მესამეში კი ახალი ხაზი გეტყობოდეთ.ეს იმის ნიშანი იქნება,რომ ახალგაზრდობასა და მოწიფულობაში კი ერთი სიყვარული,ბედი გექნებათ, მაგრამ დაშორდებით,ხოლო სიბერეში ახალი სიყვარული გეწვევათ და ასე შემდეგ. თუ ხაზი არა გაქვთ - სიყვარულში ბედიც არა გაქვთ. იმედია,ამ მხრივ თქვენთან ყველაფერი რიგზეა. თამარ ძვირფასო! დახედეთ ნეკა თითის მომდევნოს,ანუ არათითს,რომელზეც საქორწინო ბეჭედს ატარებენ ადამიანები. თუ თითის ძირიდან,შუაში იწყება ხაზი,რომელიც ორ ბარიერს გადაკვეთს და თითის ბალიშამდე ავა,ანუ სამივე პერიოდს თქვენი ცხოვრებისა უწყვეტად გაივლის,ეს ნიშნავს,რომ ახალგაზრდობაც,მოწიფულობაც და სიბერეც ერთი სიყვარულით,ბედით გექნებათ შეერთებული. შეიძლება ეს ხაზი დაიწყოს ძირიდან,გადაკვეთოს მეორე ბარიერი და შეწყდეს,მესამეში კი ახალი ხაზი გეტყობოდეთ.ეს იმის ნიშანი იქნება,რომ ახალგაზრდობასა და მოწიფულობაში კი ერთი სიყვარული,ბედი გექნებათ, მაგრამ დაშორდებით,ხოლო სიბერეში ახალი სიყვარული გეწვევათ და ასე შემდეგ. თუ ხაზი არა გაქვთ - სიყვარულში ბედიც არა გაქვთ. იმედია,ამ მხრივ თქვენთან ყველაფერი რიგზეა.
11. არათითის ხაზი , თანაც ამდარი?! -----> ეს რას ნიშნავს? რა არის და - ღმერთი გაგახარებს...
4 არათითის ხაზი , თანაც ამდარი?! -----> ეს რას ნიშნავს? რა არის და - ღმერთი გაგახარებს...
4
10. ლალი ძვირფასო! საინტერესო ისტორიაა,თუმცა გამიჭირდა მივმხვდარიყავი,რა კავშირი აქვს თქვენს ნაამბობს ამ ლექსთან,სადაც დახატულია შეყვარებული წყვილი ,თავს რომ ირთობს ქირომანტიით. მე მაქვს ტრაგიკული შინაარსის,დრამატული, ჭარბად ემოციური ლექსებიც,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ვთვლი,ლექსი მხოლოდ მოჭარბებული ემოციის გადმოცემას უნდა ემსახურებოდეს.ეს რომ ასე იყოს,პოეზიას ჟანრები და სახეობები არ ექნებოდა. ნიკი ძვირფასო!დიდად დამეხმარებით,თუ მიმითითებთ ამ ლექსის ადგილებს,რომელმაც შეგიქმნათ შთაბეჭდილება,რომ ლექსი ''ნაწვალებ,ნამუშევარია''. ლალი ძვირფასო! საინტერესო ისტორიაა,თუმცა გამიჭირდა მივმხვდარიყავი,რა კავშირი აქვს თქვენს ნაამბობს ამ ლექსთან,სადაც დახატულია შეყვარებული წყვილი ,თავს რომ ირთობს ქირომანტიით. მე მაქვს ტრაგიკული შინაარსის,დრამატული, ჭარბად ემოციური ლექსებიც,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ვთვლი,ლექსი მხოლოდ მოჭარბებული ემოციის გადმოცემას უნდა ემსახურებოდეს.ეს რომ ასე იყოს,პოეზიას ჟანრები და სახეობები არ ექნებოდა. ნიკი ძვირფასო!დიდად დამეხმარებით,თუ მიმითითებთ ამ ლექსის ადგილებს,რომელმაც შეგიქმნათ შთაბეჭდილება,რომ ლექსი ``ნაწვალებ,ნამუშევარია``.
8. ვიცი ეგ ფილმი ნიკი. მაგრამ ის კაცი...არ მოიტყუებდა.საკმაოდ ბევრ და ცნობილ ადამიანთან მითხრა ეს,მაგრად გააპაზორებდნენ სიმართლე რომ არ ყოფილიყო.....მომიტევოს ავტორმა გაოფებისთვის.... ვიცი ეგ ფილმი ნიკი. მაგრამ ის კაცი...არ მოიტყუებდა.საკმაოდ ბევრ და ცნობილ ადამიანთან მითხრა ეს,მაგრად გააპაზორებდნენ სიმართლე რომ არ ყოფილიყო.....მომიტევოს ავტორმა გაოფებისთვის....
7. სულ სხვა ტალღაზე ვირთები აქ რომ შემოვდივარ +5 სულ სხვა ტალღაზე ვირთები აქ რომ შემოვდივარ +5
6. ტყუილია ლალი შეგიძლია აღარც გადაამოწმო, სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა
ერთი კარგი ფილმია "მე-60 გზატკეცილი" ( Interstate 60 ) ავოეზე უნდა იდოს იქ არის ანალოგიური მომენტი შედევრებთან დაკავშირებით და ზუსტად ასეა საქმე :) ენერგეტიკის შეგრძნობა ვისაც შეუძლია, იმას კიდევ თავისი კვადრატები აქვს :)
ლექსზე გეთანხმები ნაწილობრივ ცოტა ნაწვალები ლექსივითაა გამართული, მაგრამ ნაწვალებ, ნამუშევარი
3 ქულა ტყუილია ლალი შეგიძლია აღარც გადაამოწმო, სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა
ერთი კარგი ფილმია "მე-60 გზატკეცილი" ( Interstate 60 ) ავოეზე უნდა იდოს იქ არის ანალოგიური მომენტი შედევრებთან დაკავშირებით და ზუსტად ასეა საქმე :) ენერგეტიკის შეგრძნობა ვისაც შეუძლია, იმას კიდევ თავისი კვადრატები აქვს :)
ლექსზე გეთანხმები ნაწილობრივ ცოტა ნაწვალები ლექსივითაა გამართული, მაგრამ ნაწვალებ, ნამუშევარი
3 ქულა
4. ადამიანს,რომელსაც ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში კულტურის ''კურირება'' ევალა ,და აქედან გამომდინარე,ხელი მიუწვდებოდა კულტურის სიახლეებზე და ინფორმაციებზე ,ვკითხე ყბადაღებული ნახატი''შავი კვადრატი''რითაა გამორჩეული,ნუ აზრობრივი დატვირთვის გარდა .იქნებ რამე ფერების სპექტრია ან რაიმე ისეთი .არაფერიო მიპასუხა,მხოლოდ შავი''კვადრატიაო'' :) და მითხრა ასეთი რაღაც ჩაუტარებიათ ექსპერიმენტი და 9 ცნობილი,გამოჩენილი მხატვრისთვის დაუვალებიათ მისი რეპროდუქციის დახატვა და 10 ტილო ერთი ორიგინალი და 9 რეპროდუქცია გამოუფენიათ ერთ დარბაზში ,შეუშვიათ ჩვეულებრივი ობივატელები,დამთვალიერებლები და უთხოვიათ გამოეცნოთ რომელია ორიგინალი.აბსოლიტურ უმრავლესობას ორიგინალისთვის დაუდვია ხელი.თუმცა განსხვავება,ვიზუალური მათ შორის არანაირი არ იყო.იცით რატომ?ორიგინალს ქონდა ენერგეტიკა,რაც არ ქონდა რეპროდუქციებს.!!!!!!!!!!!!მიუხედავად იმისა,რომ ამ რეპროდუქციების ავტორები არანაკლები დონის მხატვრები იყვნენ.(ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელი.არა მგონია იმ ადამიანს მოვეტყუებინე) ამხელა პოსტი რაზე.თქვენი ლექსები''მკვდარია''ენერგეტიკა ნული აქვთ :)
ადამიანს,რომელსაც ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში კულტურის ``კურირება`` ევალა ,და აქედან გამომდინარე,ხელი მიუწვდებოდა კულტურის სიახლეებზე და ინფორმაციებზე ,ვკითხე ყბადაღებული ნახატი``შავი კვადრატი``რითაა გამორჩეული,ნუ აზრობრივი დატვირთვის გარდა .იქნებ რამე ფერების სპექტრია ან რაიმე ისეთი .არაფერიო მიპასუხა,მხოლოდ შავი``კვადრატიაო`` :) და მითხრა ასეთი რაღაც ჩაუტარებიათ ექსპერიმენტი და 9 ცნობილი,გამოჩენილი მხატვრისთვის დაუვალებიათ მისი რეპროდუქციის დახატვა და 10 ტილო ერთი ორიგინალი და 9 რეპროდუქცია გამოუფენიათ ერთ დარბაზში ,შეუშვიათ ჩვეულებრივი ობივატელები,დამთვალიერებლები და უთხოვიათ გამოეცნოთ რომელია ორიგინალი.აბსოლიტურ უმრავლესობას ორიგინალისთვის დაუდვია ხელი.თუმცა განსხვავება,ვიზუალური მათ შორის არანაირი არ იყო.იცით რატომ?ორიგინალს ქონდა ენერგეტიკა,რაც არ ქონდა რეპროდუქციებს.!!!!!!!!!!!!მიუხედავად იმისა,რომ ამ რეპროდუქციების ავტორები არანაკლები დონის მხატვრები იყვნენ.(ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელი.არა მგონია იმ ადამიანს მოვეტყუებინე) ამხელა პოსტი რაზე.თქვენი ლექსები``მკვდარია``ენერგეტიკა ნული აქვთ :)
3. მე ლაკით ვიფარავ და არ ჩანს......:) მე ლაკით ვიფარავ და არ ჩანს......:)
1. წამოვწვები აქ გაშლილ ცაზეეე:) წამოვწვები აქ გაშლილ ცაზეეე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|