 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 10 დეკემბერი, 2014 |
ყოველდღე ვუყურებ ჩემს თვალწინ გაზრდილ სასაფლაოს, როგორ შეივსო, დადედაკაცდა... კვირეობით ევსება მკერდი შავოსნების მლაშე ცრემლებით და ხმებით, დედების, ან ქალების ხმებით, ნატირალით, მამაკაცების უსიტყვო ბგერით...
ყოველდღე ვხედავ სასაფლაოს...
ხანდახან, როცა შავოსნები მიდიან სახლში, საფლავები ჩუმად ისმენენ: მიწის დაპობას მსხვილ-მსხვილ ბელტებად, ნიჩბის სიმღერას, მიწასთან ჭიდილს და გამარჯვებას... შუბლიდან ოფლის წვეთები სდით მესაფლავეებს, ეყრდნობიან ნიჩბის ტარებს და თხრილში მზერას ასვენებენ მორიგეობით, ეგუებიან...
ღამღამობით ან უფრო მაშინ, როცა არ მძინავს, ყურს ვუგდებ, მესმის სასაფლაო ხმით როგორ მოსთქვამს, როგორ სტკივა ის სავსე მკერდიც, სიმლაშე რომ სდის და საკუთარ სხეულს რომ კვებავს. აბა ვინ იცის სხვამ ჩემს გარდა? აბა ვინ იცის... რომ შავოსნების თავსაფრების ქარიშხალამდე, შავ ღამეებში, სასაფლაოც მათსავით ტირის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. წარმატებებს გისურვებ, იმედია ნახევარს კი არა ყველას ზედმიწევნით გაეცნობი. დაველოდები შეფასებებს ;;) წარმატებებს გისურვებ, იმედია ნახევარს კი არა ყველას ზედმიწევნით გაეცნობი. დაველოდები შეფასებებს ;;)
10. აბრაკადაბრა.ძალიან მინდა ერთი ლექსი მაინც აღმოვაჩინო,ნახევარი ჯერ წასაკითხი მაქ :) აბრაკადაბრა.ძალიან მინდა ერთი ლექსი მაინც აღმოვაჩინო,ნახევარი ჯერ წასაკითხი მაქ :)
9. აბრაკადაბრა.ძალიან მინდა ერთი ლექსი მაინც აღმოვაჩინო,ნახევარი ჯერ წასაკითხი მაქ აბრაკადაბრა.ძალიან მინდა ერთი ლექსი მაინც აღმოვაჩინო,ნახევარი ჯერ წასაკითხი მაქ
8. ძალიან უცნაურად მომეწონა ძალიან უცნაურად მომეწონა
7. მძიმე ლექსი, კარგად შესრულებული. მძიმე ლექსი, კარგად შესრულებული.
6. საერთო ჯამში მომწონს. ++ საერთო ჯამში მომწონს. ++
5. :* მადლობები :* მადლობები
4. ყოველთვის ადამიანური კუთხიდან ხედავ ყველაფერს და ეს ძალიან მომწონს მე...:-* სიყვარულით სავსეა შენი პოეზია...საფლავებსაც უყვართ და სტკივათ...:-* 5 ყოველთვის ადამიანური კუთხიდან ხედავ ყველაფერს და ეს ძალიან მომწონს მე...:-* სიყვარულით სავსეა შენი პოეზია...საფლავებსაც უყვართ და სტკივათ...:-* 5
3. შენ მაინც სხვა ხარ ++ შენ მაინც სხვა ხარ ++
2. ხანდახან, როცა შავოსნები მიდიან სახლში, საფლავები ჩუმად ისმენენ: მიწის დაპობას მსხვილ-მსხვილ ბელტებად, ნიჩბის სიმღერას, მიწასთან ჭიდილს და გამარჯვებას...
5 ხანდახან, როცა შავოსნები მიდიან სახლში, საფლავები ჩუმად ისმენენ: მიწის დაპობას მსხვილ-მსხვილ ბელტებად, ნიჩბის სიმღერას, მიწასთან ჭიდილს და გამარჯვებას...
5
1. Veni, Vidi გაVedi Veni, Vidi გაVedi
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|