ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სვაზილენდის გრაფი
ჟანრი: იუმორისტული
16 დეკემბერი, 2014


კონსტრუირებულ პოტენციაში დეგრადირებული პროგრესი


თხრობა დაიწყო ანდაზით ; „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო ‘’ თუმცა ეს არ იყო ის, რითიც უნდა დაეწყო და თავიდან  სცადა მოეძებნა ყველაზე „პროლოგიალურ სიტყვათა გამა ,თუნდაც ისეთი საკუთარმა ბაბუამ რომ მიწერა საბედისწერო ოცდაჩვიდმეტში ევგენი თოდუას .ბევრი იბოდლერა თუ ცოტა იბოდლელა, მივიდა დასკვნამდე მკითხველისთვის გული გაეხსნა, ბრჭყალის გახსნამდე.
      ონტოლოგიურად დაწყებული  „ფანტასტიურესეისტური“ ნაშრომი აფორიზმებით კონსტრუირებული ბრძნული გამონათქვამებით და თვითდამკვიდრების პოტენციური ისტერიით ისე დახუნძლა  მთავარმა სათქმელმა გზიდან გადაუხვია და მეზობლის ლიტერატურულ მესერს არაორგანულად შეეხო.  ორაზროვანი პათოსით გაჯერებულმა სინტაქსებმა ფორმალური კონტექსტები დაარღვიეს და პროგრესულად დეგრადირდნენ .
    ბევრი იფროიდა თუ ცოტა იკანტავა „ვიდრე ერთი კილომეტრი არ დარჩა მინგეჩაურის წყალსაცავამდე“თხრობა დაასრულა ანდაზით, რომელიც ფრიად ეპილოგიალური იყო .სამწუხაროდ ევგენიმ წერილი დახია და ანდაზა ვერ დაიმახსოვრა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები