იტირე მარიამ დრომ ისე არია, მშვიდობის არიას მღერიან ყვავები, ნავები მიდიან დიდია ხიდი და მიდი შენ იარე და ნუ შეშინდები,
იტირე მარიამ, რა ვქნათ, რომ მწარეა, მართლაც ზღაპარია, თეთრის და შავების, ავები მოდიან ლოდების გოდებით და დანაბიჯები მათი სამარეა..
წვიმდები მარიამ... ბზარია გონება, მონობა სწორია, მშვიდობის ომების, ტომები წყდებიან და მერე ყვებიან ტომობით ყვებიან წარსულის დიდებას... მინდება მიდება ლულის და წვიმდება.. წვიმდება, თენდება...
დამშვიდდი მარიამ, ეს სულ სიზმარია, ძირს დაენარცხება კენწეროს გასული, წარსულით იცოდე, აწმყო მთავარია, სულების პარიას ვადა აქვს გასული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საინერესო რამეა საინერესო რამეა
1. მარიამ,ჩვენც გაგვაგებინე რაიმე მარიამ :დ მარიამ,ჩვენც გაგვაგებინე რაიმე მარიამ :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|