ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


******

უცნაურია,დრომ წაიღო ღიმილის ხურდა
და ცრემლის წვიმა ყველა სტრიქონს ნელ-ნელა მიშლის,
მე არ ვიყავი,არც დღეს არ ვარ როგორიც გსურდათ
ჩემებური ვარ,ჩუმი დარდით და სევდის ნიჭით.
როცა წაიღებს ყველა ტკივილს მარტის ქარები,
აპრილთან ერთად კვლავ შევხვდები ცისფერ ალიონს,
გგონიათ კენტად? მზესთან ერთად დავიარები
ეს მზის სხივები აზარფეშით უნდა დავლიო.
თქვენ ვერ გამიგებთ ისე როგორც წვიმა და ქარი,
რადგანაც მარტის ხასიათი მუცლიდან დამყვა,
სადაც სიგიჟეს აღმერთებენ გრძნობებიც არის
ჰოდა, მე ის ვარ ვინც თვით ეშმას დაუშლის ხარხარს.
უცნაურია,დრომ წაიღო ღიმილის ხურდა
და ცრემლის წვიმა ყველა სტრიქონს ნელ-ნელა მიშლის,
ბედნიერ დღეებს გამახსენებთ ფოთლებო ნუღარ
თორემ საცაა სულ დავკარგე ოცნების ნიჭი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები