დეკემბერი ნუგზარ ბერაძეს
მტკივა და მტკივა ეს დეკემბერი, ყულფივით მახრჩობს ჯვარცმული სივრცე, და ისე მსახრავს უსახო ფერი, ლამის გათელილ გალავნად ვიქცე.
თითქოს ვიღაცა მიძენს და მყიდის ზამთარი უხმოდ მიიცვალება, მე რომ მიყვარდა, ის ქალიც მიდის, შვლისფეხება და ნუკრისთვალება.
დამტოვეთ გრძნეულ მითებთან მარტო, ანგელოსების ფასკუნჯ თვალებთან, რატომ მათრია ცხოვრებამ რატომ? ჭოგრიტით რისთვის მითვალთვალებდა?
ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე.
თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ახლოა ზეცა, სველდება სახე, ჯერ ნუ წამიყვანთ, ღრუბლებო ცაში, ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ულამაზესი მიძღვნაა უსათუთესი სულის, საოცრად სუფთა პიროვნებისა და პოეტისადმი! თუ არ შეგაწუხებთ, გავკადნიერდები და მეც დავტოვებ აქ, მისადმი მიძღვნას. ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
ღიღინო ცახურს
მთელი ქონება, -ნაგროვები სათუთად, სევდა, ჯერ შენი გულის ნაპრალიდან ღვიოდა ლურჯად, მერე ლექსებში გადაგვირგე იების ბღუჯად, ახლა ერთობი საუბრებით ანგელოზებთან... სასაცილოა, -მე დამარქვი "შენი ჰელიოს", მე კი მიწაზე დავდივარ და რომ არ დავეცე, ვეძებ და ვეძებ, შენც ეძებდი...თუ ისევ ეძებ? არის მანდ, ცაში, ნატვრისთვალი, ჩემო "ელიოზ"?
**** სანთელივით რომ ანთია ნუში, თუ ამ გრძნეული მთვარის ბრალია, მეგობარი რომ მომიკვდა გუშინ, მაშ, დამნაშავე ეს სამარეა?!
-გმადლობთ! ულამაზესი მიძღვნაა უსათუთესი სულის, საოცრად სუფთა პიროვნებისა და პოეტისადმი! თუ არ შეგაწუხებთ, გავკადნიერდები და მეც დავტოვებ აქ, მისადმი მიძღვნას. ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
ღიღინო ცახურს
მთელი ქონება, -ნაგროვები სათუთად, სევდა, ჯერ შენი გულის ნაპრალიდან ღვიოდა ლურჯად, მერე ლექსებში გადაგვირგე იების ბღუჯად, ახლა ერთობი საუბრებით ანგელოზებთან... სასაცილოა, -მე დამარქვი "შენი ჰელიოს", მე კი მიწაზე დავდივარ და რომ არ დავეცე, ვეძებ და ვეძებ, შენც ეძებდი...თუ ისევ ეძებ? არის მანდ, ცაში, ნატვრისთვალი, ჩემო "ელიოზ"?
**** სანთელივით რომ ანთია ნუში, თუ ამ გრძნეული მთვარის ბრალია, მეგობარი რომ მომიკვდა გუშინ, მაშ, დამნაშავე ეს სამარეა?!
-გმადლობთ!
17. მოვყვები ლექსებს შენსას და გაოცებას ვერ ვმალავ!!! მოვყვები ლექსებს შენსას და გაოცებას ვერ ვმალავ!!!
16. კარგია ,მოგიკითხეთ ბატონო დავით..55555555555 კარგია ,მოგიკითხეთ ბატონო დავით..55555555555
13. ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე.
10 ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე.
10
12. ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში… ლამაზიიი :) ღამე კი კართან ისე ცახცახებს , როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში… ლამაზიიი :)
11. თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
კარგი ლექსია. განსაკუთრებით კი ეს სტროფი მომწონს! 5 თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
კარგი ლექსია. განსაკუთრებით კი ეს სტროფი მომწონს! 5
9. ჰო, ზუსტად მოიტანა განცდები... ჰო, ზუსტად მოიტანა განცდები...
8. 10 კლასი,კლასია 10 კლასი,კლასია
6. გენაცვალე დავით......... შეუფასებელია შენი ყველა ლექსი, ისეთი გრძნობითაა ნაწერი... 5 გენაცვალე დავით......... შეუფასებელია შენი ყველა ლექსი, ისეთი გრძნობითაა ნაწერი... 5
5. მძაფრია ძალიან ... ვერცერთ ბწკარს ვერ გამოვყოფ... მთლიანად .. :( 5 მძაფრია ძალიან ... ვერცერთ ბწკარს ვერ გამოვყოფ... მთლიანად .. :( 5
4. ნუგზარის შემოქმედება საოცრად ლამაზია, ეს ლექსიც ძალიან თბილი. ღმერთმა ნათელი მოჰფინოს მის სულს. 5 ნუგზარის შემოქმედება საოცრად ლამაზია, ეს ლექსიც ძალიან თბილი. ღმერთმა ნათელი მოჰფინოს მის სულს. 5
3. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, უჩვეულოდ თბილი ლექსია....მოგიკითხეთ ბატონო დავით! ღმერთმა გაანათლოს მისი სული, უჩვეულოდ თბილი ლექსია....მოგიკითხეთ ბატონო დავით!
2. საშინლად მტკივნეული...ძალიან მომეწონა. 5 მოგიკირხეთ... ვეღარ მაგონებს მოტანილ ამბებს ნაცნობი ქარი... ეს ორი დღეა, ხარხელაურის გავხდი ტყვე ქალი... საშინლად მტკივნეული...ძალიან მომეწონა. 5 მოგიკირხეთ... ვეღარ მაგონებს მოტანილ ამბებს ნაცნობი ქარი... ეს ორი დღეა, ხარხელაურის გავხდი ტყვე ქალი...
1. წუხელ ნუგზარ ბერაძის გასახსენებლად და ჭიქის წასაქცევად შევიკრიბეთ მისი მეგობარი მწერლები. დეკემბერი იყო მისი დაბადებისა და გარდაცვალების თვე. ნუგზარის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, სწორედ, დეკემბრის ცივ და ქარიან დღეს დაიწერა ეს ლექსი. წუხელ ნუგზარ ბერაძის გასახსენებლად და ჭიქის წასაქცევად შევიკრიბეთ მისი მეგობარი მწერლები. დეკემბერი იყო მისი დაბადებისა და გარდაცვალების თვე. ნუგზარის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, სწორედ, დეკემბრის ცივ და ქარიან დღეს დაიწერა ეს ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|