ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2008


* * * (ალიონზე ისევ გასთოვს პადრე)

ალიონზე ისევ გასთოვს პადრე
ადე-ადე, ადე-ადე, ჩემთან
უფალია მოსული და ...
ტანზე,
მოუსხია დედამიწა თეთრი

ნაშამქორალ შუბლზე ელვა-ნაოჭს
კოჭებამდე გაუდგია ფესვი...
დღეს ზამთარი ისევ ისე დასთოვს
და გაზაფხულს შემოსაზღვრავს თეთრი

მესრით,

მესერს მიღმა ხნულებია ხორბლის
და მეგუთნე ეფერება ლაბას...
კოჭებამდე დაშვებული კაბით
გოგო საყდრის მისადგომებს, სანთლით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები