ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2015


ზღვა და მე

მე მქონდა ოცნება,
რომ შევერთებოდი ზღვას
არა ის რომ თავი დამეხრჩო,
არამედ ისე როგორც ადამიანი
ბრუნდება თავის სახლში
მე მინდოდა ვყოფილიყავი მამაცი მეზღვაური,
რომელსც კი არ ეშინია ზღვის,
არამედ ემეგობრება მას და ზღვა
როგორც თანასწორს ისე ექცევა,
მე მქონდა ოცნება და ჩემი ოცნება
იყო ღრმა და ლურჯი შეყვარებულის შესახებ
მშვენიერი ნერეიდას შესახებ,
რომელიც მღერის და სიმღერა მისი
უკიდეგანო ზღვის ტალღებს უერთდება,
და ესმის ყურებს და ახსენებს საკუთარ თავს...
ახლა ის მომენტია,
როცა მე ზღვის ნაპირას ვდგავარ
და გავყურებ ჰორიზონტს,
ვიცი, რომ არ ღირს ჰორიზინტამდე მიღწევის ცდა
და მისი მოხელთება ახლოსვე შეიძლება,
პირდაპირ იქედან სადაც ვდგავარ,
რადგან ჰორიზინტი ჩემს ორ თვალს შორის გადის..
მე მიყვარს ზღვა
და ზღვასაც ვუყვარვარ მე
და ეს მშვენიერია



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები