ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2015


მარტოობა


მოდიხარ  სახლში... ამზადებ ყავას...ჯდები სავარძელში და ირგვლივ სიჩუმე... და თითოეული ჩვენგანი თავად ირჩევს, რა არის ეს, მარტოობა თუ თავისუფლება....
უცნობი ავტორი

ნეტარ არიან ადამიანები რომლებიც არსებობენ და ადამიანები რომლებიც არ არსებობენ...
ნეტარ არიან ჰალსტუხმოჭერილი, ყურებამდე გაღიმებული პოლიტიკოსები,რომლებიც გამალებით გვჩრჩრიან თავიანთ იდეოლოგიებს და მათხროვრობენ ჩვენი ხმებისთვის..ისინი დაპირებებს  ყიდიან
ნეტარ არიან მწერლები და პოეტები,რომლებიც ჩვენ გრძნობებზე თამაშობენ,თავს გვაცოდებენ,გვაყვარებენ,გვაძულებენ,ლამაზ ტყუილებს თუ მწარე რეალობას სახეში გვახლიან და მიზანი? მიზანი ერთია, თავიანთი წიგნების ბესტსელერებად ქცევა..ისინი ემოციებს ყიდიან..
ნეტარ არიან მეძავები,თავიანთი მახინჯი სხეულებითა და სულებით...იმიტირებული ორგაზმებითა და ნახმარი პრეზერვატივებით...ისინი სიყვარულს ყიდიან
ნეტარ არიან ძალადობის მსხვერპლი ცოლები...ნაცემი სხეულით, საშვილოსნოში ჩაკლული ბავშვებით,  მაზოხიზმის ელემენტებით...ისინი საკუთარ თავებს ყიდიან
ნეტარ არიან ნამდვილი მამაკაცები...სუფრაზე წარმოთქმული ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით, მწვადებით,ყანწებითა და ღიპებითთ...ისინი ქართველობას ყიდიან
ნეტარ არიან ქალიშვილები...მიუწვდომელობით,არ მიცემით, საშოს გაკერპებითა და უკოცნელობით...ისინი პატიოსნებას ყიდიან
ნეტარ ხარ შენ ჩემო მეგობარო...გაჭირვების ჟამს თავის არიდებით, საუკეთესო სურვილებით,უინტერესობით,ზოგჯერ კი გადამეტებული ყურადღებით,ვერ ნათქვამი სიტყვებითა და არმონატრებით...შენ მე მყიდი
ნეტარ ვარ მე...ოცნებებში და სურვილებში დაკარგული,მაგრამ რეალიზმით სავსე..მე...ვყიდი...
და როცა კოშმარებისგან შეწუხებულს შუა ღამით მეღვიძება,გვერდით კი არავინაა ჩემი შიშებისა თუ განცდების გამზიარებელი, და როცა ისევ წყალი ხდება ჩემი მესაიდუმლე და მას ვატან ყოველივე ცუდს და ავისმომასწავებელს, მაშინ ვამბობ
ნეტარ ხარ შენ მარტოობავ
ამინ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები