 | ავტორი: ჩეგევარა ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2008 |
მზეს დაუგია ფფოთლის ლეიბი, მზე შენს საფლავზე ფოთლებს ახუნებს... შენ ხომ გიყვარდა სმა და ქეიფი, მოვალ და... ჭიქა მომიჭახუნე! ბექა ახალაია
მე და ბაბუა გაღმა სოფლიდან მოვდიოდით, გზად სასაფლაო უნდა გამოგვევლო. -გაჩერდი ბაბუ!_ მითხრა ბაბუამ. -რა იყო?_ვკითხე გაკვირვებულმა. -ძროხას ხო ხედავ სად დგას?_შემომხედა ბაბუაჩემმა. -რომელი, შავი?_ვკითხე მე. -არა წითელი, ცალი რქა რომ არა აქ. -ხო მერე? -იმ ადგილას უნდა დავიმარხო და შენ იცოდე, სხვაგან არ დამასაფლაონ,ხო დაიმახსოვრებ? -კი,მაგის დამახსოვრებას რა უნდა! ვთქვი მე და ფერდობი ჩავირბინე.
მეორე დღეს ბაბუა თოხის ტარს თლიდა, უცებ გაჩერდა და დამიძახა. -რა გინდა ბაბუა?_მივირბინე მე. -ის ადგილი გახსოვს ბიჭო გუშინ რო გითხარი?_შემეკითხა ბაბუა. -როგორ არა სულელი კი არა ვარ!_ვიწყინე მე. -აბა სად იყო!_გამომცდელად მიყურებს ბაბუა. -წითელი ძროხა არ იდგა?ცალი რქა რო არ ქონდა!_ნიშნი მოვუგე მე. -ბიჭო,რო არ დაგხვდეს ის ძროხა იმ ადგილზე, რას შვრები მერე ხო დამტოვე დაუმარხავი?_დამძახა ბაბუამ და სიცილი აუტყდა.
ბიჭი ქვაზე დაღვრემილი იჯდა. ცოტა მოშორებით ოთხი კაცი ლაპარაკობდა. -არ გაითხრება მანდ, ქვიანი ადგილია და მესაფლავეები გაწვალდებიან!_თქვა მსუქანმა კაცმა და ხელით იმ ადგილზე ანიშნა, სადაც ბიჭი იჯდა. -მაშინ აქ გაითხრება, გადაწყვეტილია!_ჩაილაპარაკა ულვაშიანმა და დაბლა წამოვიდნენ. - წავედით არ გაითხრება მანდ, ცოტა ზევით უნდა დავმარხოთ!_უთხრა ულვაშიანმა ბიჭს,ცოტა რომ გაიარეს ერთმა უკან მოიხედა და გაჩერდა. ბიჭი თავჩაღუნული ისევ იქ იჯდა. კაცები უკან დაბრუნდნენ. მსუქანმა ბიჭს მხარზე ხელი დაადო, ბიჭმა ცრემლიანი თვალებით ამოიხედა და ყველა სათითაოდ შეათვალიერა. -ბაბუმ აქ დამასაფლავეო და თქვენ კი...!_ვერ დაასრულა სიტყვა და ატირდა. ყველამ ერთმანეთს შეხედა, ყველას თვალები მოსწყლიანებოდა. -აქ უნდა დაიმარხოს!_თქვა ერთმა, ბიჭს მხარზე ხელი მოხვია და ფერდობზე დაეშვნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. საუკეთესოა. გაიხარე გულთან მივიდა. +5 საუკეთესოა. გაიხარე გულთან მივიდა. +5
15. !!!!!!!!!!!!!!!!!! !!!!!!!!!!!!!!!!!!
14. ზედმეტად მარტივი იყო:)ეს ჩმი აზრია,თითქოს რაღაც დააკელი:( ზედმეტად მარტივი იყო:)ეს ჩმი აზრია,თითქოს რაღაც დააკელი:(
13. წაკითხული მაქონდა, ძაან მომწონსსს:) წაკითხული მაქონდა, ძაან მომწონსსს:)
12. უცებ ასეთი კითხვა ჩდება : " მერე.... ?" ძაან მდარე ხარისხია ... რავი უცებ ასეთი კითხვა ჩდება : " მერე.... ?" ძაან მდარე ხარისხია ... რავი
11. მომეწონა ცოტა სევდიანია მომეწონა ცოტა სევდიანია
10. გაცილებით უკეთ წერ!!! გაცილებით უკეთ წერ!!!
9. ზედმეტედ უხალისო მეჩვენა. არც დამაჯერებელი ეფექტები ახლავს ცრემლის მომგვრელი. თუმცა სავალდებულო არ არის იტირო. მთავარია. შინაარსობრივი დატვირვა. აი ეს უკანასკნელი კი ცოტა შელახული მეჩვენა!!! გილოცავ ბარბარობას. საერთო ჯამში კარგია!!! ზედმეტედ უხალისო მეჩვენა. არც დამაჯერებელი ეფექტები ახლავს ცრემლის მომგვრელი. თუმცა სავალდებულო არ არის იტირო. მთავარია. შინაარსობრივი დატვირვა. აი ეს უკანასკნელი კი ცოტა შელახული მეჩვენა!!! გილოცავ ბარბარობას. საერთო ჯამში კარგია!!!
8. კარგია:) ლიტერატურული ღირებულება ნაკლებად, მაგრამ ემოცია კარგადაა გადმოცემული:) კარგია:) ლიტერატურული ღირებულება ნაკლებად, მაგრამ ემოცია კარგადაა გადმოცემული:)
7. მეც ვიტირე :( 5 მეც ვიტირე :( 5
4. მაგარია ძმა!
5! მაგარია ძმა!
5!
3. ყველას გილოცავთ ბარბარობას. ყველას გილოცავთ ბარბარობას.
2. კარგია. ლალის ვეთანხმები. :) გილოცავ ბარბარობას! კარგია. ლალის ვეთანხმები. :) გილოცავ ბარბარობას!
1. სევდიანი და თბილი.4:) უნდა კიდევ რაღაც...ზედმეტადაა ხელისგულზე.თუ მხოლოდ ცხოვრებისეულ კადრად გინდა, კიდევ უნდა შეკვეცო... და რამე ერთი ორი ფრაზა ცოტა ''მაგარი'' სევდიანი და თბილი.4:) უნდა კიდევ რაღაც...ზედმეტადაა ხელისგულზე.თუ მხოლოდ ცხოვრებისეულ კადრად გინდა, კიდევ უნდა შეკვეცო... და რამე ერთი ორი ფრაზა ცოტა ``მაგარი``
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|