ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2015


საჰარის ხამსინი

უკან მოხედვისას მტვერში დავინახე
მისი სახე,
რომლის შეხედვა მზის ამოსვლას ჯობდა
ჩემთვის,
ატივტივდა ფიქრები და დამაბრმავა
თვალებში შემაყარა
სიმართლე ...
ცხელმა ხამსინმა
ვნება გამიღვივა...
ტკივილი დამასწავლა და
ცოტათი გამაწვალა,
უღონოდ ჩამოვყარე
ფრთები...
სამი დღე...
ბევრი წუთი და წამი
სამი დღე...
ფრენა უფრთოდ,
განცდა სიმაღლის და
მერე დანარცხების,
სიყვარული
მაგრამ უღვთოდ.
უკან მოხედვისას მტვერში დავინახე
მისი სახე,
რომლის შეხედვა
მზის ამოსვლას ჯობდა ჩემთვის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები