სიყვარულია როცა შენ გესმის,სიყვარულია როცა შენ ხედავ როცა ძალიან გაგხარებია და ამის გამო სიტყვას ვერ ბედავ, ერი ქართული დღეს რომ არსებობს,ესეც ხომ დიდი სიყვარულია, კეთილი ნება და სუფთა სული,და მაინც ეს ხომ ჩვენი გულია. ხო მართალია ის მოსაზრება რომ სიყვარული ეხლა რთულია, რადგან ათასჯერ ათიათასჯერ გრძნობები უფრო ვულგარულია, დღეს რომ ერთს ნახავ და ხვალ თუ იტყვი მას ჩემს გულმკერდზე გადაუვლია, იცოდე ცდები ეს სიყვარული იმ წამიდანვე დაღუპულია. თავს რომ იკლავენ ახალგაზრდები და ვითომ თავი სიყვარულია, ეს ხომ იუდას მიბაძვა არის,რომელიც ფრიად განწირულია. სიყვარულისგან არავინ კვდება,სიყვარული ხომ თავად ღმერთია, თუ ის მოკვდა და შენც თან რო მიყვე,უფალი მაინც ერთადერთია, სიყვარულისგან არავინ კვდება,ამის არ რწმენნი დიდად ცდებიან, სიყვარულისგან არავინ კვდება,სიყვარულისგან იბადებიან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეჰ, რამდენიც გინდა იმდენი კვდება სიყვარულისგან
სამწუხაროდ ეჰ, რამდენიც გინდა იმდენი კვდება სიყვარულისგან
სამწუხაროდ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|