სანამ ბავშვი დაკაკუნებას მოასწრებდა, საბანი გადავიფარე და გავიტრუნე,სუნთქვაც კი შევიკარი. კარი გოგამ გაუღო. ჩემს თავზე ვბრაზობდი, ფანჯრიდან მაინც დამენახა და ავრიდებოდი ამ სიტუაციას, აქ არ ვენახე. ---- დედაჩემი სადაა? ---ნუცას ხმა გაბზარული აქვს და ტირილს აპირებს. ----მაღაზიაშია, ყავა აღარ გვაქვსო. შენც მოგიტანს ნამცხვარს ----არ მჯერა.---გაჯიუტდა ბავშვი და გაბრაზებული შუა ოთახში დგას. ისევ მალე მოიფიქრა და გავიდა. ფრთხილად გამოვდივარ საბნიდან და გოგას მოხედვამდე, უხმაუროდ ვიცვამ, არც მინდა სახეში შემხედოს და ნახოს, მთლად სველი რომ მაქვს თვალები. -----ასე გაგრძელება არ შეიძლება---ისე ჩუმად ვამბობ,მე თვითონ არ მესმის. -----აბა რა ვქნათ, რომ არ მიმიღოს?----უხმოდ მეკითხება ისიც ------არც გიცდია---საყვედურნარევია ჩემი მზერა. -----ყველაფერი შენი ბრალია, მარი,თავიდანვე სიმართლე უნდა გეთქვა. ----მაშინ დაბნეული ვიყავი, შენ არ ჩანდი....ის კარგ მამობას უწევდა. -----სწორედ მაგის გამო ვერ ვეტყვით სიმართლეს.ბავშვს გმირი მამა ურჩევნია, ჩემნაირ არარაობას , -----აუ არაა მასე, რა... ------ის ყველა უფლებით იყო მამამისი.მართალი არ ვიქნებით მის ხსოვნასთან. შენ გოგო არაფერი გესმის. ------ჰო,მხოლოდ თქვენ გესმით,ჩემი ტკივილი არაფერია..... -------მე ხომ ისედაც ვიქნები შენი მეორე შვილის მამა,მარი
საღამოს, როცა ნუციკო სკოლიდან ხელჩაკიდებული მომყავდა,ვფიქრობდი,რომ გოგა მართალი იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. არა, ეს პირველი კომენტარი ხუმრობა იყო:)) არა, ეს პირველი კომენტარი ხუმრობა იყო:))
6. უკვე წავიკითხე, სანამ გაფრთხილებას ვნახავდი. მომეწონა.
უკვე წავიკითხე, სანამ გაფრთხილებას ვნახავდი. მომეწონა.
5. მადლობა მოგიკითხე მეც მადლობა მოგიკითხე მეც
4. სევდიანი...
მოგიკითხე, მარი :* სევდიანი...
მოგიკითხე, მარი :*
3. აადამიანური ტკივილია...:-* აადამიანური ტკივილია...:-*
2. ვისთვის არაა?! მე წავიკითხე და მომეწონა კიდეც.:) ვისთვის არაა?! მე წავიკითხე და მომეწონა კიდეც.:)
1. ნუ წაიკითხავთ, ეს არაა თქვენთვის ნუ წაიკითხავთ, ეს არაა თქვენთვის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|