 | ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 აგვისტო, 2015 |
ღამის სამი საათი იქნებოდა, ჭიშკართან ხმაურმა რომ გამაღვიძა,ცოტა შემეშინდა, მაგრამ უცებ ტანზე მოვიცვი და კართან გავჩნდი.პატრულის მანქანა რომ დავინახე, გულმა მიჩხვლიტა, ნეტავ რა მოხდა_მეთქი. არავის გაღვიძება არ გამხსენებია, კარს ვეცი _რა ხდება _ხმამაღლა დავიძახე. _ქალბატონი მარიტა აქ ცხოვრობს?_მეკითხება ერთერთი ფორმიანი. სანამ ვუპასუხებ, თვალი მანქანისკენ გამირბის, მაგრამ ღამეა და ვერ ვარჩევ, მანქანაში კიდევ ვინაა . _მარიტა? მასე არავინ მომმართავს, მარი მქვია_ვპასუხობ და გულში ვფიქრობ, რომ მასე მხოლოდ ერთი ადამიანი მეძახის. _არ ვიცი, მგონი თქვენთან არიან_უკან არ იხევს პატრულის თანამშრომელი. ამ საუბარში ვართ, რომ მანქანიდან ბიჭი და პატარა გოგონა გადმოდიან. ბიჭი მიახლოვდება , სინათლეზე მის სახეს გარკვევით ვხედავ და ვიცი, რომ ეს სახე არასდროს მინახავს. ის სულ ახლოს მოდის _მარიტა_მე მომმართავს _ნიკა? _გაკვირვებისგან წამოვიძახე მე. პატარა გოგონა ამ დროს უკვე ტანზე ამეკრო და ჩემს კაბას შემოეხვა. _ნუთუ ნიკა ხარ?_უკვე მერამდენედ ვიმეორებ მე _ჰო მე ვარ_ ეღიმება მას. უცებ მანქანის ხმაურმა გამომაფხიზლა, პატრულის მანქანა დაიქოქა და უკუსვლით გავიდა ჩემი ჩიხიდან. დავიბენი. _შემოდით, შემოდით_დავიხარე და გოგონას ვაკოცე. _შენი შვილია?_უაზრო კითხვა დავსვი ცოტა დაბნეულმა. ღამის სამი საათია, გონებას ძინავს, ალბათ, ეს ყველაფერი სიზმარია. ისინი ეზოში შემოდიან.
სახლში შემოვედით, ცხელა. _ ბავშვს ეძინება, როგორმე დავაძინოთო _ წყნარად ჩაილაპარაკა ნიკამ. _ააა , კი, კი, ახლავე _საჩქაროდ ლოგინს ვშლი და ბავშვს ფრთხილად ვაწვენ, ერთი სული მაქვს, სიმართლე გავიგო, აქ როგორ მოხვდნენ, თუმცა კითხვას ვერ ვბედავ და ველოდები, თვითონ როდის მეტყვის. _ნიკა, ახლავე ჩემებს გავაღვიძებ და სუფრას გავშლი, მოშიებული იქნები. _ არა, არაა ჭამის დრო. _მაშინ შენც გაგიშლი ლოგინს. _ცხელა, გარეთ დავჯდები ცოტა ხანს, სიგარეტს მოვწევ.
მე ეზოში რომ ქვის მაგიდა მაქვს, იმ მაგიდასთან მივიყვანე და სინათლე ავანთე,თან მიკვირს, ხმაურზე ჩემებს რატომ არავის ეღვიძება. ალბათ ძალიან ვფრთხილობ. _აქ გრილა, ვიქნები აქ_ ჩუმად ამბობს ის. _კარგი, ახლავე მოვალ. სამზარეულოში შევდივარ, ხაჭაპურისთვის ცომს ვზელ , მერე ყავას ვადუღებ და თხუთმეტ წუთში ნიკასთან ვჯდები. _როგორ ხარ ნიკა?_ვეკითხები პირველად_ყავა დალიე, ხომ გიყვარს ჩემი გაკეთებული ყავა? ნიკას ეღიმება. _აქეთ ვიყავით,მარიტა, მანქანა გამიფუჭდა, შენ გამახსენდი_მიყურებს და თითქოს მიბოდიშებს,თან ყავას ნელა და ყლუპებით სვამს. _კარგია რომ მე გაგახსენდი, კარგია რომ მე გაგახსენდი_ვიმეორებ მერამდენედ, თმაზე ვეფერები და ამ დროს სულ მაციებს... ჰო, ღამის სიგრილე თავისას შვება და მაციებს... _წადი, გცივა, დაწექი შენ_ _რას ამბობ, ჯერ შენ უნდა დაწვე, სტუმარი ხარ_ვამბობ ხმამაღლა _სასურველი და მოულოდნელი სტუმარი_ გულში ვამბობ და მეღიმება. ნიკა ხვდება, რაც გავიფიქრე. _ხო, მარიტა_ისევ ჩუმად ამბობს. _მალე გათენდება_ვამბობ. _ჰო, გათენდება მალე. რამდენი რამ მაქვს სათქმელი და სულ დამავიწყდა ყველაფერი. რამდენი რამის თქმა მინდოდა,ოდესმე როცა ვნახავდი, ვინ იცის... მაგრამ ახლა მგონი ენა გადამეყლაპა.
_ჩემი ნიკალა_ ისევ მაციებს მე. _გაცივდები და მე დამბრალდება......იცინის და თვალებში სინათლე უციმციმებს
დილით, როცა ავდექი და საძინებლიდან ჩამოვედი, ჩემი დედამთილი ხაჭაპურებს უკვე აცხობდა. ათი საათი იყო, ეტყობა ჩამძინებია. არავითარი კვალი წუხანდელი სტუმრებისა არსად იყო . გული ჩამწყდა.
2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ქულები არ მაინტერსებს თან მქონდა ადრე გამოქვეყნებული ახლა ყველაფერს აქ ვუყრი თავს მადლობა
ქულები არ მაინტერსებს თან მქონდა ადრე გამოქვეყნებული ახლა ყველაფერს აქ ვუყრი თავს მადლობა
1. მშვენიერია.. რატომ ''სხვაში''? მშვენიერია.. რატომ ``სხვაში``?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|